აზსმც-ს მთარგმნელობითი სააგენტოს მომსახურეობა
„აზერბაიჯანული ენის სიწმინდის დაცვისა და სახელმწიფო ენის გამოყენების შემდგომი დახვეწისადმი მიმართული ღონისძიებების შესახებ“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2018 წლის 1 ნოემბრის No323 ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო ენის დაცვის, სწორად გამოყენებისა და თარგმანის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებისა და ბრძანებულებების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის სწორად გამოყენებისა და მთარგმნელობითისაქმის გაუმჯობესების მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში დაფუძნდა და ფუნქციონერება დაიწყო ასმც მთარგმნელობითმა სააგენტომ.
სააგენტოს საქმიანობაში შედის სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების, აგრეთვე ორგანიზაციების, მეწარმეების, მათშორის ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების აზერბაიჯანულ ენაზე წარდგენილი ტექსტებისა და მასალების აზერბაიჯანულ ენაზე შედგენა, უცხო ენებზე თარგმნა, რედაქტირება, ექსპერტიზირება და პოლიგრაფიული მომსახურება.
მომსახურება წარმოებს სხვადასხვა ფორმატში, ელექტრონული ფორმატის ჩათვლით, რომელსაც ახორციელებენ შესაბამის სფეროში მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ენისა და მთარგმნელებითი საქმის სპეციალისტები.
აზსმც-ს მთარგმნელობითი სააგენტოს მომსახურეობა
⇾ შეკვეთების შესაბამისად სხვადასხვა ენაზე ხარისხიანი თარგმანის ორგანიზება;
⇾ წერილობითი, ზეპირი, თანმიმდევრული, სინქრონული თარგმანის განხორციელება;
⇾ლინგვისტური მონიტორინგი - ტექსტების ლინგვისტური ანალიზის დროს მორფოლოგიური, ფონეტიკური, ლექსიკური კვლევა;
⇾ ლინგვისტური ექსპერტიზა - ტექსტში ლინგვისტური პრობლემების გარკვევა და აღმოფხვრა;
⇾ საგამომცემლო და ბეჭდვის მომსახურება - სხვადასხვა თემაზე არსებული ტექსტების აზერბაიჯანულ და უცხო ენებზე აკრეფა, წიგნების, ბროშურების, ბუკლეტების, გაზეთებისა და ჟურნალების ფორმატების შესაბამისად მომზადება და გამოცემა;
⇾დიზაინის სერვისი - პროფესიონალი დიზაინერების მიერ წიგნების, ბიულეტენების, ბროშურებისა და სხვადასხვა შინაარსის დაბეჭდილი მასალების მაღალი დონის დიზაინი და მხატვრული დამუშავება;
⇾ ვებსაიტების თარგმნა და რედაქტირება;
⇾ ვიკიპედიის გვერდის შექმნა და მისი თარგმნა სხვადასხვა ენაზე;
⇾ მთარგმნელთა ბაზის სისტემატური ზრდა;
⇾ პროფესიონალი მთარგმნელის შერჩევის მიზნით შესაბამისი გამოცდების ორგანიზება;
⇾ ორიენტირი;
⇾ ტრანსკრიფცია - აუდიო მასალების შინაარსის ჩაწერა;
⇾ გახმოვანება - აუდიო/აუდიოვიზუალური ტექსტების სწორი გამოთქმა (მომსახურეობის სახეობა, რომელიც საჭიროა დოკუმენტური ფილმებისათვის, ელექტრონული სწავლების კურსებისა და უცხო ენაზე ინტერვიუებისთვის);
⇾ მედია რესურსების მონიტორინგი - ზოგადი და სპეციალური ფორმებით გამოქვეყნებული ახალი ამბების (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) მასობრივი წარმოდგენა.
მედია რესურსების მონიტორინგი
ინტერნეტ მედია რესურსების მონიტორინგი ხორციელდება ეტაპობრივად აზერბაიჯანულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე:
- მედიაში ინფორმაციის წყაროების დადგენა და მათზე დაკვირვება;
- გამოქვეყნებულ მასალების თემათა შესაბამისად (ფინანსური ბაზრები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.) გაანალიზება;
- ინფორმაციის შეგროვება და სისტემატური რეგისტრაცია ;
- ყველაზე რელევანტური ინფორმაციის შერჩევა კატეგორიზაციისა და ფილტრაციის გზით.
მონიტორინგი და შეფასების უპირატესობები:
- ხელს უწყობს პრობლემების მოგვარებასა და მათი მიზეზების იდენტიფიცირებას;
- გთავაზობთ პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზებს;
- ქმნის პირობებს განსაზღვროთ დაწესებულების მიმართულება ;
- უზრუნველგყოფთ ინფორმაციით;
- განაპირობებს დაწესებულების საქმიანობის პოზიტიურ განვითარებას.
რით განვსხვავდებით
- არასამუშაო საათებშიც კი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა;
- შესაძლებლობა ისარგებლოთ სატარიფო პაკეტებით რეგულარული მომხმარებლისთვის და ფასდაკლებით;
- მასალების თარგმნას ახორციელებენ როგორც პროფესიონალი მთარგმნელები, ასევე ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტები;
- დოკუმენტების თარგმნის დასრულების შემდეგ სხვა შესაბამისი დამატებითი მომსახურეობის გაწევა მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და ა.შ.
შეუკვეთე
კონტაქტი:
მისამართი: ქალაქი ბაქო, ნასიმის რაიონი, თოფჩუბა.ოვის ქ. 74
ტელ: (+994) 12 595 10 69
(+994) 51 201 29 33
ფაქსი: (+994) 12 595 10 59
ე-მაილი: info@aztc.gov.az
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.