სახელმწიფო სიმბოლიკები

 

Maddə 23. Azərbaycam Dövlət Rəmzləri (konstitusiya maddəsi) – 23 პუნკტი. აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმბოლიკები ( კონსტიტუციის პუნკტი)

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოებია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი.

2. . აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა შედგება თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური ზოლისაგან, ზემოთა ზოლი ცისფერი, შუა ზოლი წითელი, ხოლო ქვემოთა ზოლი მწვანე ფერისაა. წითელი ზოლის შუაგულში დროშის ორივე მხარეს გამოსახულია თეთრი ფერის ნახევარმთვარე და რვა წახნაგოვანი ვარსკვლავი. დროშის სიგანე სიგრძესთან მიმართებაში 1:2 შეადგენს.

3. კონსტიტუციური კანონით განისაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის კომპონენტები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულება და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის მუსიკა და ტექსტი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა

1სურათი. დროშა

აზერბაიჯანში სამფერა სახელმწიფო დროშა 1918 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის ხესისუფლების მიერ იქნა მიღებული. მას შემდეგ, რაც 1920 წლის 28 აპრილში სახალხო რესპუბლიკა დაემხო და დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, აღნიშნული დროშა აზერბაიჯანში უარყოფილ იქნა.

 

 იგი აღდგენილ იქნა 1990 წლის 17 ნოემბერს ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით და ნახჭევნის უმაღლესი მეჯლისის შუამდგომლობის შედეგად აღიარებულ იქნა ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად. ამავე დროს ნახჭევნის უმაღლესმა მეჯლისმა  შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, სამფერა დროშა სცნოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკად.

1991 წელს აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ განიხილა რა ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის შუამდგოლლობა, მიიღო გადაწღვეტილება სამფერა დროშის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშად აღიარების შესახებ.

ეს დროშა შედგება სამი სხვადახვა ფერისაგან, რომლებიც ერთმანეთის თანაბარია და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არიან. ზემოთა ზოლი ცისფერი, შუა ზოლი წითელი, ხოლო ქვემოთა ზოლი მწვანე ფერისაა. ცისფერი თურქულ (აზერბაიჯანულ) კუთვნილებაზე მიანიშნებს, წითელი თავისუფლებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ასახავს, მწვანე ფერი კი ისლამური ცივილიაციისადმი კუთვნილების გამომხატველია. წითელი ზოლის შუაგულში დროშის ორივე მხარეს გამოსახულია თეთრი ფერის ნახევარმთვარე და რვა წახნაგოვანი ვარსკვლავი. დროშის სიგანე სიგრძესთან მიმართებაში 1:2 შეადგენს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი

 

2 სურათი. გერბი

აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკამ 1920 წლის 30 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბთან დაკავშირებით საყოველთაო კონკურსი გამოაცხადა. და მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გერბის ნიმუში, რომელიც გაიმარჯვებდა კონკურსში,  28 მაისს  სახელმწიფო გერბად გამოცხადდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა დაეცა, გამარჯვებული გერბი არ იქნა აღიარებული სახელმწიფო გერბად.

 

1990 წლის 17 ნოემბერს ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა მეჯლისმა აზრებაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შუამდგომლობით მიმართა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო გერბის ნიმუშთან დაკავშირებით ახალი კონკურსი გამოცხადდეს.

1991 წლის 5 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად  აღნიშნული კონკურსი გამოცხადდა.  1991-92 წლებში კონკურსს ახალი გერბის ათასობით პროექტი წარედგინა. განხილვის დროს გადაწყდა, რომ გერბის ნიმუში 1919-1920 წლებში წარმოდგენილ პროექტთაგან შეირჩას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 1993 წლის 19 იანვარს მიღებულ კონსტიტუციურ კანონზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ ახალ სახელმწიფო გერბად მცირე შესწორებებით დამტკიცებულ იქნას 1919-1920 წლებში წარმოდგენილ ნიმუშთაგან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სიმბოლიკას წარმოადგენს. სახელმწიფო გერბი აღმოსავლური ფარის ფორმისაა და მასზე ასახულია თავთავისა და მუხის რტოების გამოსახულება. ფარზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერების ფონზე გამოსახულია რვაწახნაგა ვარსკვლავი; ვარსკვლავის ცენტრში კი ცეცხლის ალი ბრიალებს.

გერბზე გამოსახული რვაწახნაგა ვარსკვლავი, ეს როგორც სახელმწიფო დროშაზეა, თურქი ხალხების რვა განშტოების სიმბოლური განსახიერებაა. ვარსკვლავი, რომლის ქიმებიც მოოქროვილია, სამ ფერზეა-- მწვანე (ქვემოთ), წითელი (შუა) და ცისფერი (ზემოთ)-- გამოსახული. ეს ფერები სიმბოლურად იმავე მნიშვნემობას გამოხატავენ, რასაც სხელმწიფო დროშაზე. ვარსკვლავის წახნაგებს შორის მწვანე ზოლის ფონზე  რვა ოქროსფერი პატარა წერტილია აღბეჭდილი. ცეცხლის ალი კი, რომელიც ვარსკვლავის შუაგულშია გამოსახული, ქვეყნის მეორე სიმბოლურ სახელს-- ცეცხლის ქვეყანას-- გამოხატავს. ცეცხლი ასევე თავისუფლების სიმბოლური გამოხატულებაცაა. ოქროსფერი წრე, რომელიც ყველაფერ ამას ერთ მთლიანობაში კრავს, თავთავისა და მუხის რტოების ზემოთ გადის.

სახელმწიფო გერბი გამოსახულია:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციასა და სამსახურეობრივ  კაბინეტში;

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის შენობაზე, სხდომათა დარბაზსა და პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურეობრივ კაბინეტში;

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა სასამართლოსა და სამხედრო ტრიბუნალების შენობებზე, აგრეთვე სასამართლო სხდომების დარბაზებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუცუო სასამართლოსა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეების სამსახურეობრივ კაბინეტებში;

იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს, სახელმწიფო ორგანოების შენობებზე;

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ და სავაჭრო წარმომადგენლობათა და საკონსულო სამმართველოების შენობებზე. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი

1920 30 იანვარს აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება სახელმწიფო ჰიმნის შესახებ. ამ მიზნით აზერბაიჯანის სახალხო განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ იქნა კონკურსი. მაგრამ იმის გამო, რომ 1020 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა დაეცა, აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნი არ იქნა მიღებული.

1992 წლის 27 მაისს პარლამენტმა მიიღო „კანონი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შეასახებ“.  1919 წელს დიდი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვისა და პოეტ აჰმედ ჯავიდის მიერ შექმნილი „აზერბაიჯანის მარში“ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებულ იქნა როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი.

 

მუსიკა: უზეირ ჰაჯიბეკოვი

სიტყვები: აჰმედ ჯავიდი

(ბწკარედული თარგმანი)

 

აზერბაიჯანო, აზერბაიჯანო!

გმირი შვილის დიდებულო სამშობლოვ!

ყველანი მზად ვართ სული დავლიოთ შენთვის!

ყველანი მზად ვართ სისხლი გავიღოთ შენთვის!

სამფერა შენი დროშით იყავ ბედნიერი!

ათასობით სიცოცხლე შეგეწირა,

შენი მკერდი ბრძოლის ველად იქცა!

თავდადებული ყველა მეომარი,

ყველა ჯარისკაცი გმირად იქცა!

დაე, მარად აყვავდი,

მარად თავს განაცვალებთ!

შენდამი ათასერთი სიყვარული

მკერდში ჩამბუდებია!

შენი ნამუსის დასაცავად,

შენი დროშის ასაწევად

ყველა ახალგაზრდა მზადაა!

დიდებულო სამშობლოვ, დიდებულო სამშობლოვ!

 

აზერბაიჯანო, აზერბაიჯანო!