მუჰამედ ფუზულის შემოქმედება უცხოურ მედიაში
ისეთმა პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალებმა, ახალი ამბების საიტებმა და სოციალურიმა ქსელებმა, როგორებიცაა ალჟირის "Alharir.info", "არაბული პოეზიის დივანი", მაროკოს "Khaber al-Yaum", ერაყის "Fikr Noor", საქართველოს "Qafqaz Türk", თურქეთის "Detay Haberler"-ი და "Haber 232", სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყეს დიდი აზერბაიჯანელი პოეტის მუჰამედ ფუზულის აზერბაუჯანულ და არაბულ ენებზე შექმნილი ოდების, ღაზლების, მუსადებისა და რუბაიების ტრანსლირება.
პოეტის შემოქმედება, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია ავტორის შეხსახებ, არაბულ და თურქულ პორტალებზე ორიგინალის სახითაა წარმოდგენილი. ქართულ ენაზე თარგმანის ავტორი კი ცნობილი ქართველი მთარგმნელი ზეზვა მედულაშვილია.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალები, რომლებსაც მკითხველთა ფართო აუდიტორია გააჩნიათ, თავიანთ გვერდებზე რეგულარულად უთმობენ ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებისთვის, როგორებიც არიან ფედერიკო გარსია ლორკა, ჰერმან ჰესე, ალბერტო რიოსი, გაბრიელ გარსია მარკესი, ერნესტო საბატო.
მუჰამედ ფუზული
(1494–1556)
• XVI საუკუნის აზერბაიჯანელი პოეტი;
• ავტორია აღმოსავლური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ მარგალიტად აღიარებული პოემისა „ლეილი და მაჯნუნი“;
• გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეილიმ დაწერა აღმოსავლეთში პირველი ოპერა „ლეილი და მაჯნუნის“ მოტივების მიხედვით;
• ავტორია მრავალი ღაზალის, ყასიდის, მუსადდის, ცაჯბანდის, ტარჯიბანდისა და რუბაისა თურქულ, არაბულ და სპარსულ ენებზე;
• მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე;
• აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მისი ნაწარმოებები სახელმწიფო მემკვიდრეობად გამოცხადდა;
• პოეტის ანდერძის თანახმად დაკრძალულია ქალაქ ქარბალაში, იმამ ჰუსეინის მავზოლეუმის სიახლოვეს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.