ელჩი კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეპსიონი: „ იწყება ახალი ეტაპი აზერბაიჯანულ-კუბურ ლიტერატურულ ურთიერთობებში“
მიმდინარე წლის 3 აპრილს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბატონი კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეპსიონი. შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანში კუბური ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტები, ხაზი გაესვა აზერბაიჯანელი მკითხველისთვის თანამედროვე კუბური ლიტერატურის, ასევე ლეგენდარული პოლიტიკური მოღვაწეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნების აზერბაიჯანულად გამოცემის მნიშვნელობას. შეხვედრაზე იქნა აზრთა გაცვალა ამ მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოს შესახებ.
ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნება დაგეგმილ მთარგმნელობით და საგამომცემლო პროექტებს შორის პირველ რიგში აზერბაიჯანულად და ესპანურად დაისტამბოს წიგნი „კუბელი სტუდენტი ბაქოში“ რომელიც ასახავს ცნობილი კუბელი მეცნიერის რაფაელ ტენრეირო პერესის შთაბეჭდილებებს აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ავტორი 1969-1974 წლებში ბაქოში სწავლობდა. მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანულ-კუბურ ლიტერატურულ ურთიერთობებში ახალი და პროდუქტიული ეტაპი იწყება.
შეხვედრის ბოლოს სტუმარს სამახსოვროდ გადაეცა ცნობილი კუბელი რევოლუციონერის ჩე გევარას ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი და სტამბული წიგნი „ბოლივიური დღიური“.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.