„შვიდი მთიების“ ელექტრონული ვერსია ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯევის 870 წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული „შვიდი მთიების“ ელექტრონული ვერსია განთავსებულ იქნა ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის „აზერბაიჯანული ლიტერატურის“ განყოფილებაში.
წიგნი, რომელიც 2021 წელს მადრიდის დიდი ტრადიციების მქონე გამომცემლობა „“Mandala Ediciones”-ში გამოიცა, ესპანურ ენაზე თარგმნა ცნობილმა ესპანელმა მთარგმნელმა კარმენ ლინარესმა, წინასიტყვაობა გამოჩენილ ნიზამოლოგს რუსთამ ალიევს ეკუთვნის, წიგნის რედაქტორი კი ცნობილი ესპანელი ფილოლოგი ფრანცისკო კაპილა მარტინია.
აღსანიშნავია, რომ „შვიდი მთიები“ გარდა ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა, განთავსებულია კიდევ ოცზე მეტ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
ბიბლიოთეკების სია:
ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა;
მადრიდის ასამბლეის ბიბლიოთეკა;
ბარსელონას უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა;
მადრიდის უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა (UNED);
მადრიდის უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა (UAM);
მადრიდის ატენეოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა;
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა;
მადრიდის საქალაქო ბიბლიოთეკა;
მადრიდის რეგიონალური ბიბლიოთეკა;
კომილას პონტიფიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა;
პაბლო ნერუდას ბიბლიოთეკა;
რუიზ ეგეას სახელობის ბიბლიოთეკა;
დამასო ალონსოს სახელობის ბიბლიოთეკა;
ფრანცისკო იბანესის ბიბლიოთეკა;
პედრო სალინასის სახელობის ბიბლიოთეკა;
ხოსე ლუის სამპედროს სახელობის ბიბლიოთეკა;
მურსიის რეგიონალური ბიბლიოთეკა;
ჰორთალეზას ბიბლიოთეკა;
ალუჩეს ბიბლიოთეკა;
პერსეპოლისის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკა;
ვივა დე ალ-ანდალუსის ბიბლიოთეკა;
ანდალუსიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა;
ანდალუსიის ბიბლიოთეკა;
არაგონის ბიბლიოთეკა.
https://www.bne.es/es/colecciones/archivo-web-espanola/buscador?buscar=Nizami+Ganjavi&titulo=on&materia=&coleccion=&total=2706&page=1&materia-id=&coleccion-id=&orden=titulo_asc | ![]() |
და სხვა ...
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.
-
რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში
შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...