საფრანგეთში დაისტამბა ნასიმის ღაზალების კრებული

საფრანგეთში გამოიცა ნასიმის წიგნი “Les Noms divins s'ouvrent sur ton visage – Imadeddin Nassimi” ("ჭეშმარიტების გზა თავად გახლავართ"), რომელიც კლასიკური აზერბაიჯანული ლიტერატურის საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციის მიზნით ფრანგულ ენაზე გამოსაცემად მოამზადა სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა.
წიგნში, რომელიც პარიზის ცნობილმა გამომცემლობამ "Hemispheres editions & Maisonneuve Larose"-მა გამოსცა, თავმოყრილია გენიალური პოეტის 200-ზე მეტი ღაზალი და რუბაი. ნაწარმოებებში გამოყენებული ზოგიერთი რთული სიტყვა და ფრაზა მოცემულია განმარტებებითა და კომენტარებით.
ნასიმის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წინასიტყვაობისა და ნაწარმოებების ფრანგულ ენაზე თარგმანის ავტორია ცნობილი უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი დიმიტრი ჩისტიაკი, განმარტებები და კომენტარები პუსტა ახუნდოვას ეკუთვნის.
და სხვა ...
-
გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში
ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net” მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გისმეთის გერმანულად თარგმნილი ლექსები - „ვანგა - სიყვარულის თვალები“ „ღამის სასტუმრო“ და „პატიება“.
-
ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.
-
რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Trabalibros” -მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რაბიგა ნაზიმგიზის ესპანურად თარგმნილი ორი ლექსი - „აღელვებული ლექსი“ და „სურთი გამომიგზავნე“.