რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში

რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში

შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიება, რომელიც გაიმართა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის შენობაში,  ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პუსტა ახუნდოვამ გახსნა და ისაუბრა რუსული მთარგმნელობითი ინსტიტუტისა და სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ინტენსიური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ  რუსული მთარგმნელობითი ინსტიტუტის დირექტორი ევგენი რეზნიჩენკო, ინსტიტუტის პროგრამის დირექტორი, ლიტერატურათმცოდნე-მეცნიერი ნინა ლიტვინეცვა და  რუსეთში მცხოვრები ცნობილი აზერბაიჯანელი მეცნიერი აბუზარ ბაგიროვი, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს  აღნიშნული გამოცემების მნიშვნელობასა და რუსული მთარგმნელობითი ინსტიტუტისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით დამყარებული თანამედროვე რუსულ და აზერბაიჯანულ ლიტერატურას შორის მჭიდრო ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიაზე.

ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, სახალხო მწერალმა აფაგ მესუდმა ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში აზერბაიჯანულ ლიტერატურასა და მხატვრულ აზროვნებაზე რუსული ენისა და ლიტერატურის გავლენაზე და მის როგორც მსოფლიო ლიტერატურისკენ გზამკვლევის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ გაწეული სამუშაო არსებით ბიძგს მისცემს რუსეთ-აზერბაიჯანის ლიტერატურული ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას. სახალხო პოეტმა რამიზ როვშანმა, ბაქოს სლავიანური უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტმა, ფილოსოფიის დოქტორმა ქამალა უმუდოვამ, ცნობილმა პოეტმა ნიგარ ჰასანზადემ, მწერალებმა იაშარ ალიევმა, ეთიმად ბაშქეჩიდმა და მთარგმნელი ილგარ ალფიმ, ისაუბრეს რა აზერბაიჯანულ ენაზე პირველად გამოქვეყნებული ნაწარმოებების მხატვრულ დონეზე და დოსტოევსკისა და პლატონოვის გენიალურობაზე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თარგმანი ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხიდის როლს ასრულებს და რომ შესრულებული სამუშაო ამ სფეროში შეტანილი ანგარიშგასაწევი წვლილია.

 

 

Qalereya

და სხვა ...

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს:

     

  • გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

     

    საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.

     

  • 8 ნოემბერი — გამარჯვების დღე 8 ნოემბერი — გამარჯვების დღე

    აზერბაიჯანო!   შენ მხოლოდ გამარჯვება და ტრიუმფი გშვენის!