ვაგიფ ბაიათლი ოდერის ლექსები გერმანიის ლიტერატურულ პორტალში

გერმანიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Spruechetante” გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ვაგიფ ბაიათლი ოდერის გერმანულად თარგმნილი ლექსები „ყველაზე მეტად“, „ბავშვი და ასოები“ და „ყვავილებს გავაკეთებ ადამიანებისგან“ . პუბლიკაცია განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის ფარგლებში, რომელსაც „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ ეწოდება. ლექსებს თან ერთვის ვრცელი ინფორმაცია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
ლექსების გერმანულად თარგმანის ავტორია ცენტრის სპეციალისტი გერმანულ ენაში მარიამ სამედოვა, მხატვრული რედაქტორი კი გერმანელი ლიტერატურისმცოდნე მეცნიერი კრისტინ კრაპსია.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “Spruechetante”, რომელსაც მრავალრიცხოვანი აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აქვეყნებს ისეთი გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ერვარდ ფრიდრიხ მორიკე, ფრიდრიხ შილერი, ვოლფგანგ გოეთე, თეოდორ ფონტენი, ჩარლზ დიკენსი და თომას ბრაუნი.
ვაგიფ ბაიათლი ოდერი
(1948 წ.)
–პოეტი და მთარგმნელი;
–დაამთავრა აზერბაიჯანის სამშენებლო ინსტიტუტი;
–იყო ჟრნალ „ულდუზის“ განყოფილების გამგე და ჟურნალ „ხაზარის“ მთავარი რედაქტორი;
–ავტორია წიგნებისა „ეული ვარსკვლავის ქვეშ“, „დავიწყებას მიეცემა ყველა ტრფიალი“, „არ კმარა სიკვდილამდე სიყვარული“, „სასაცილო მიცვალებული“, „მრგვალი სიყვარულით“ და „ამხედრებული ლექსები“.
–„მირზა ჯალილისა“ და „ვლადიმერ მაიაკოვსკის“ პრემიების ლაურეატია.
Vagif Bayatly Oder | ![]() |
და სხვა ...
-
ძველი აზერბაიჯანული ქალაქი როგორ იქცა სომხეთის დედაქალაქად
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გააკეთა ვიდეორგოლი ძველი აზერბაიჯანული ქალაქის ირევნის ისტორიის შესახებ, რომელიც დღეს სომხეთის დედაქალაქად არის ცნობილი - "როგორ გახდა ძველი აზერბაიჯანის ქალაქი სომხეთის დედაქალაქი".
-
დაისტამბა წიგნი „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა“
თანამედროვე აზერბაიჯანის მესვეურის, სულიერი მამისა და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მთარგმნელობითმა
-
ვიდეო-რგოლი „სისხლიანი ისტორია -ხოჯალის გენოციდი“ უცხოურ მედიაში
მსოფლიოს მრავალმა წამყვანმა საინფორმაციო პორტალმა და ვებსაიტმა, მათშორის - სალვადორის “reflexionesinternacionalessv”-მა, ირლანდიის “EU Reporter”-მა, თურქეთის “detayhaberler.com” და “igdirim76.com”, -მა, ალჟირის “alharir.info”-მ, ერაყის “afkarhura.com”