სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული წიგნის „ტირიფების სამეფოს“ ავტორთან - ვენესუელელ პოეტ ანა მარია ოვიედო პალომარესთან.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, სახალხო მწერალმა აფაგ მესუდმა, რომელმაც ისაუბრა ცენტრის არსებობის მანძილზე ლათინური ამერიკული ლიტერატურისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებასა და წიგნებზე, რომლებიც ამ პერიოდში იქნა თარგმნილი და გამოცემული. ასევე აღნიშნა, რომ „ტირიფების სამეფო“ ამ ტრადიციის ლოგიკური გაგრძელაბაა.
ცენტრის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, მწერალმა და მთარგმნელმა ეთიმად ბაშქეჩიდმა და მრჩეველმა მთარგმნელობითსა და საგამომცემლო საკითხებში, მწერალმა და მთარგმნელმა იაშარ ალიევმა ისაუბრეს „ტირიფის სამეფოში“ თავმოყრილი ლექსების მხატვრულ ღირსებასა და აქტუალურობაზე და აღნიშნეს, რომ წიგნში წარმოდგენილი თემები საინტერესო იქნება აზერბაიჯანელი მკითხველისთვის.
შემდეგ ვენესუელის ელჩმა ბ-ნმა კრისტოფერ ალბერტო მარტინეს ბეროტერანმა და მექსიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქ-ნ ვიქტორია რომერომ ისაუბრეს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე და დაბეჯითებით აღნიშნეს, რომ გაწეულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კულტურათაშორისი ურთიერთობების გაფართოებასა და ჩვენს ხალხებს შორის თბილი ურთიერთობების დამყარებაში.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა ცენტრის სტუმარი - ცნობილი ვენესუელელი პოეტი ანა მარია პალომარესი. ქალბატონმა პალომარესმა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადაუხადა ცენტრს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაყობს, რომ ლექსების კრებული გამოიცა ისეთ ძლიერ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია და რომ მისი ნაწარმოებების აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემა მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ასევე აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ცენტრთან ვენესუელელი მკითხველისთვის აზერბაიჯანული პოეტური ნიმუშების მიწოდების მიმართულებით. მოგვიანებით პოეტმა და კრებულის მხატვრული თარგმანის ავტორმა მაჰირ გარაევმა ესპანურ და აზერბაიჯანულ ენებზე წაიკითხეს წიგნში წარმოდგენილი რამდენიმე ლექსი.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.