აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე

ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
წიგნში, რომელიც იხსნება წინასიტყვაობით „აკაკი წერეთელისა და მისი პოეტური სიტყვის შესახებ“, შესულია ისეთი პოემები და ლექსები როგორებიცაა „მომაკვდავის ჩვენება“, „წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“, „გამზრდელი“, „ჭაღარა“, „გაზაფხული“, „განთიადი“, „აღელდი ზღვაო“, „ოცნება“, „საიდუმლო ბარათი“, „ღამურა“, „ხანჯალი“ და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ აკაკი წერეთელის ნაწარმოებები სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა აზერბაიჯანის პერიოდულ პრესაში, იგი ადგილობრივ მკითხველს პირველად წარუდგება წიგნის სახით.
წიგნის წინასიტყვაობის, ლექსებისა და პოემების ორიგინალიდან თარგმანის ავტორია ცნობილი პოეტი და მთარგმნელი იმირ მამედლი, რედაქტორი კი შაფიგა შაფაა.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქვემოთ მითითებულ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
“BookZone” წიგნის სახლი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
წიგნის სახლი “Çınar”-ი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში
გერმანიის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “SchreiberNetzwerk”მა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო მწერლის იუსიფ სამედოღლუს გერმანულად თარგმნილი მოთხრობისა „ცივი ქვა“.
-
ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა „უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს: