გამოვიდა მაყვალა გონაშვილის ლექსების კრებული
სახელმწოფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ცნობილი პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის წიგნი „ათას მეორე ღამე“, სადაც თავმოყრილია ავტორის რჩეული პოეტური ნიმუშები. კრებულში, რომელიც პოეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წინასიტყვაობით იწყება, შესულია სამშობლოს, ადამიანური ყოფის, სიყვარულისა და სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე შექმნილი ისეთი ლექსები, როგორებიცაა „გზა“, „ღვთიური ხმა“, „მადლიერება“, მარტოობის ტაძარი“, „აღიარება“, „შეხვედრა“, „სიმართლე“ და სხვა.
მაყვალა გონაშვილის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ავტორია წიგნებისა „ყაყაჩოების კოცონი“, „მზის ცრემლები“, „მე თქვენ მიყვარხართ“, „სახელები და სახეები“, „ძახილი“ და „აქედანა და თავენამდე“. სწორედ ამ პოეტურმა კრებულებმა მოუტანეს პოეტს აღიარება საერთაშორისო პოეტურ სამყაროში.
წიგნის წინასიტყვაობის ავტორია ცნობილი მწერალი ეითიმად ბაშკეჩიდი, ლექსები ქართულიდან თარგმნა პოეტმა და მთარგმნელმა იმირ მამედლიმ, კრებულის რედაქტორებია მაჰირ ნ. გარაევი და შაფიგა შაფა.
წინასიტყვაობა
ცნობილი ქართველი პოეტის მაყვალა გონაშვილის წიგნი „ათას მეორე ღამე“ რამდენიმე მხრივაა გამორჩეული. როგორც კრებულის სათაურიდანაც ჩანს, ამ ლექსების ერთი ნაწილი პირობითად შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ნაწარმოებები, რომლებიც ატარებენ პოსტზღაპრულ განწყობას, ანუ შეიცავენ იმ ატმოსფეროსა და ემოციების ნიშნებს და გამოირჩევიან იმ ეპიკური ხარისხით რომლებიც „ახალმა საუკუნემ“ მოიტანა. მაყვალა გონაშვილი, უდავოდ, მიეკუთვნება იმ მწერალთა ჯგუფს, რომლებიც არ კმაყოფილდებიან მხოლოდ სულიერ-ინტელექტუალური და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური საკითხების დღის წესრიგში მოქცევითა და საკუთარი კომენტარებით, არამედ პოეტური ოსტატობით განიხილავენ საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ცვლილებების ზოგად ხასიათსაც. მისი შემოქმედება შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ისეთ ლიტერატურულ მოდელად, სადაც მოდერნისტული ტენდენციები შერეულია ამ სივრცეში ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ცნობიერებთან. მაყვალა გონაშვილი, ისევე როგორც თანამედროვეთა უმეტესობა, ეყრდნობა არა დახურულ კულტურულ კონსტრუქციებს, არამედ იყენებს წერის ისეთ სტილს, რომელიც ეფუძნება ევროპულ და მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს და ამიტომ პოეტის შემოქმედებას არ აქვს სტატიკური ეფექტი მისი შემოქმედების არცერთ ეტაპზე. მაყვალა გონაშვილის შემოქმედებაში აშკარად იგრძნობა გავლენა აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ქრისტიანობის ტრადიციისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. რელიგიური მოტივები, სიმბოლოები და ხატები გვევლინებიან იმ ელემენტებად, რომლებიც ქმნიან ამ ლექსების ზოგად კოლორიტს.
ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლებას,
ღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,
მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,
თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.
პოეტის შემოქმედების ქრისტიანულ საფუძვლებზე მინიშნებისას აუცილებელია ვისაუბროთ ფართო გაგებით კანონიკური იდეების შესაბამისად გააზრებულ სატრფიალო ლირიკაზე. ლაპარაკია იმ მოტივებზე, რომლებიც ასახავს ავტორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოვლენებისადმი ბიბლიური ხატებისა და სიუჟეტების პერსპექტივიდან, რაც შემოქმედებით პროცესში მისი შთაგონების ამოუწურავ წყაროდ იქცევა. ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შრეები ჩალექილია ქართული პოეზიის ტექსტურასა და საფუარში. ბუნებრივად აღიქმება პოეტურ ნიმუშებში გარკვეული გამოძახილები, რომლებიც ეხება საქართველოს ისტორიის გმირულ მოვლენებს და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ინახავს ეროვნულ კუთვნილებასა და სულიერ მემკვიდრეობას, როგორც სიამაყის წყაროს. ამ თვალსაზრისით, მაყვალა გონაშვილის ცალკეული ნაწარმოებების ინტერტექსტუალურობა შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მისი შემოქმედების პოეტური მხარე და როგორც მისი შემოქმედებითი „მე“-ს ანარეკლი. თავის მხრივ ესეც ერთ-ერთ იმ ფაქტორთაგანია, რომელიც აძლიერებს მისი პოეტური იდეების მრავალმნიშვნელოვნებას. ზოგ შემთხვევაში, პირიქით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ პოეტს უფრო მეტად აინტერესებს საკუთარი ემოციები, გრძნობები და რეფლექსები, ვიდრე გარემომცველი რეალობა. თუმცა ეს, იმ ზოგადი ტენდენციის გამოვლინებაა, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე პოეტს ახასიათებს. მაყვალა გონაშვილის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. იგი არის ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ანა კალანდაძის სახელობის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. როგორც საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში აზერბაიჯანული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე კრებული - „ათას ორი ღამე“ აზერბაიჯანელი მკითხველის ინტერესსა და მოეწონებას დაიმსახურებს.
ეითიმად ბაშქეჩიდი
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.