გამოიცა ალბერ კამიუს ”რჩეული ნაწარმოებები“
გამოიცა „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომად ჩაფიქრებული სერიის (სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი) მორიგი წიგნი - საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერ კამიუს აზერბაიჯანულად თარგმნილი „რჩეული ნაწარმოებები“.
წიგნი, რომელიც მწერლის ნობელის ლექციით იხსნება, მოიცავს მწერლის ისეთ ცნობილ მოთხრობებსა და ესეებს, როგორიცაა "ბედნიერი სიკვდილი", "უცხო", "შავი ჭირი", "კოლაფსი", "დუმილი", "სიზიფეს მითი", "აბსურდი თვითმკვლელობა“, ასევე კრებულში შევიდა მემუარები „ჩანაწერების რვეულიდან“.
წიგნში წარმოდგენილი ნაწარმოებების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის ავტორები არიან ალისა ნიჯათი, ჰამლეტ გოჯა, ჯავანშირ იუსიფლი, ნარიმან აბდულრაჰმანლი, მაჰირ ნ. გარაევი და რაბიგა ნაზიმგიზი.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.