„ქართული პოეზიის დღეები“ სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა „ქართული პოეზიის დღეების“ ფარგლებში დავით შემოქმედელის „ზღურბლს იქითა და ზღურბლს აქეთ“, მაყვალა გონაშვილის „ათას მეორე ღამისა“ და ბელა ქებურიას „მოციმციმე სხივების“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, სახალხო მწერალმა აფაგ მასუდმა, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობისა და წიგნთა გაცვლის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ მთარგმნელობით და საგამომცემლო პროექტებზე, და გაწეული სამუშაო შეაფასა, როგორც დიდი წვლილი ორივე ქვეყნის ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში და ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაში.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ მთარგმნელობითი ცენტრის მრჩეველი პრესისა და საგამომცემლო საკითხებში, მწერალი და მთარგმნელი იაშარ ალიევი, ცენტრის მეცნიერების, განათლების და კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელი, მწერალი და მთარგმნელი ეითიმად ბაშქეჩიდი, პოეტ და მთარგმნელი მაჰირ ნ გარაევი, პოეტ და მთარგმნელი იმირ მამადლი და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი ავთანდილ ნაფეტვარიძე; გამომსვლელებმა ისაუბრეს ბოლო წლებში აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაზე, სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ საქართველოს მწერალთა კავშირთან, რუსთაველის საზოგადოებასთან, ბათუმის მწერალთა სახლთან, გამომცემლობა „მერანითან“ და „ივერიონთან“ თანამშრომლობასა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე, საქართველოში აზერბაიჯანული ლიტერატურისა და აზერბაიჯანში ქართული ლიტერატურის პროპაგანდასა და პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეულ ნაყოფიერ სამუშაოზე.
მოგვიანებით კი სიტყვა გადაეცათ აღნიშნული ღონისძიების სტუმრებს.
საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი პოეტი დავით შემოქმედელი: „უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა მოვახსენო მთარგმნელობით ცენტრსა და მის ხელმძღვანელს, სახალხო მწერალ ქალბატონ აფაქ მესუდს, რომელმაც უბადლო სამუშაო გასწია ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ორგანიზების მიმართულებით, ასევე ქართული პოეზიის აზერბაიჯანში ერთობ ფართო ფორმატით წარდგინებისათვის. ბოლო წლებში ცენტრის მიერ გაწეული სამუშაო თვალნათლივ ჩანს, რაც გვახარებს და გვეამაყება კიდეც. აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარში ამოუდგა საქართველოს ურთულეს ეკონომიკურ პერიოდში და ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამ ძმურ დახმარებას. დღეს აქ, მთარგმნელობით ცენტრში მაღალ დონეზე ორგანიზებული „ქართული პოეზიის დღეები“ არის ჩვენი ლიტერატურის მიმართ გამოჩენილი უმაღლესი სულიერი მხარდაჭერის გამოხატულება, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე და მომავალ აზერბაიჯანელ მკითხველს საშუალება ექნება ამ წიგნების მეშვეობით გაეცნოს ქართულ პოეტურ სულს“.
ჟურნალ „ზღვაურის“ მთავარი რედაქტორი, პეტი ბელა ქებურია: „მე პირველად ვარ თქვენს მშვენიერ ქალაქ ბაქოში. ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო. ბათუმში, სადაც მე ვცხოვრობ, მზე ყოველთვის ზღვაში ჩადის. დღეს ცხოვრებაში პირველად ვნახე როგორ ამოდის მზე ზღვიდან. როგორც იტყვიან, წრე შეიკრა. დიახ, ამას თავისთავად აქვს ღვთაებრივი და სიმბოლური მნიშვნელობა როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობისთვის. დაე, მარად გვათბობდეს და გვაკავშირებდეს მზე, რომელიც ყოველ დღე გადის გრძელ გზას კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმები, რომლებიც ერთმანეთს გვაკავშირებს, იქნება უწყვეტი და მარადიული".
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ცერემონია, სადაც ქართველმა პოეტებმა მკითხველებს აჩუქეს წიგნები ავტოგრაფით.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.