ისი მელიქზადეს შემოქმედება გერმანიის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟრნალში
პოპულარულმა გერმანულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "LESERING.de" სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში დაიწყო ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ისი მელიქზადეს გერმანულად თარგმნილი მოთხრობა "მარილი"-ს ტრანსლირება.
მწერლის შემოქმედების შესახებ ინფორმაციასთან ერთად წარმოდგენილი მოთხრობის გერმანულ ენაზე თარგმანის ავტორები არიან ცნობილი გერმანელი მთარგმნელი ჰანს-იურგენ მაურერი და გერმანული ენის სპეციალისტი გულარა ჰეიდაროვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ლიტერატურული ჟურნალი "LESERING.de", რომელსაც ერთობ მრავალი მკითხველი გააჩნია, რეგულარულად უთმობს ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორიცა არიან ფრანც კაფკა, ჰუგო ფონ ჰოფმანშტალი, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ერიხი. კესტნერი, პაბლო ნერუდა.
ისი მალიქზადე
1934-1995 წ
• მწერალ-დრამატურგი;
• დაიბადა აღჯაბადის რაიონში;
• დაამთავრა აზერბაიჯანის სამრეწველო ინსტიტუტი;
• ავტორია წიგნებისა „ვერცხლის ტბის ლეგენდა“, „ქუჩებს წყალი მოვსხურე“, „მწვანე ღამე“, „მზიანი შემოდგომა“, „დანამული წალკოტების შუქი“;
• მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები „კაცური სიტყვა“, „მინდა დავვოჯახდე“, „თეთრცხენიანი ჭაბუკი“.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.