გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“ (ნასიმის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; 2013 და 2021 გამოცემები) ამოღებულ იქნა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, უცნაური სიტყვათწარმოება და ბგერითი მიბაძვები, რომლებიც ჩრდილს აყენებს ჩვენს ეროვნულ მენტალიტეტს, არაფუნქციური არაბული, სპარსული, მონღოლური, ინდური, ჩინური, რუსული, ინგლისური, ფრანგული და ა.შ. სიტყვები და შესაბამისად არ შევიდა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (შემოკლებით 453 გვერდი); წინა ლექსიკონებიდან ამოღებული სიტყვები კი ცალკე წიგნად დაისტამბა, რომელსაც „„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“ ეწოდება, სადაც უცხო სიტყვები და გამონათქვამები, მაღაზიების, ავტოსამრეცხაო სადგურების, ვებგვერდების, პორტალების, წარმოებების, სავაჭრო კომპანიების უცხოური დასახელებები, ასევე უცხოური სახელები, გვარები და ა.შ. შედის.
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონში“, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ეროვნული ენის სრულ სურათსა და ჩვენი ლექსიკის ოფიციალური წყაროს, წლების მანძილზე „ენის გამდიდრების“ და „ლექსიკის გაზრდის“ მიზნით შეჰქონდათ ათასობით უსარგებლო, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ყოფის დამამაკნინებელი სიტყვები. წინამდებარე წიგნი, რომელიც ასახავს უსარგებლო სიტყვებით ენობრივი ბაზის ვითომ გამდიდრების სრულ სურათს, (60 000 სიტყავას აღემატება) იხსნება შესავალი განყოფილებით - "აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში წლებისა და გამოცემების მიხედვით შეტანილი უსარგებლო სიტყვებისა და ფრაზების ზრდის სტატისტიკა" და დაყოფილია შემდეგ თავებად - "სიტყვის ფორმირება", "ხმოვანი მიბაძვები“, „სიტყვები, არასწორი მართლწერით ან დეფექტური მნიშვნელობით“, „სხვადასხვა მართლწერით მოცემული სიტყვები“, „არაბული, სპარსული, რუსული და სხვა უცხო სიტყვები, რომლებიც არ გამოიყენება“, „ზეპირი მეტყველების ელემენტები და არალიტერატურული გამონათქვამები“, „სიტყვების არასაჭირო უღლებანი“ და „სფეროთა მიხედვით შეზღუდული ტერმინები".
ენისა და ლექსიკოგრაფიის სფეროს შესასწავლად განკუთვნილი სახელმძღვანელო შეადგინა სახალხო მწერალმა აფაგ მესუდმა, ტექნიკური რედაქტორები ბაჰლულ აბასოვი, ფარუხ რზაევი და სელჯან აბასოვაა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.