ნასიმის შემოქმედება ინგლისის ლიტერატურულ პორტალში

ნასიმის შემოქმედება ინგლისის ლიტერატურულ პორტალში

ინგლისის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “My poetic Side” სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პოექტის არგლებში  დაიწყო ტრანსლირება დიდი აზერბაიცანელი პოეტის იმადედინ ნასიმის ინგლისურად თარგმნილი ყაზალებისა „წუთისოფელი წუთიერია, სულო იარე“ და „სახე შენი თავად ნათელის განსახიერებაა“.

ყაზალები, რომლებსაც თან ეთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ინგლისურად თარგმნა ცნობილმა ინგლისელმა მთარგმნელმა პიტერ თემპესმა.

უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “My poetic Side” , რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, სისტემატურად აშუქებს მსოფლიოს ისეთი სახელოვანი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს, როგოროებიც არიან უილიამ შექსპირი, ალექსანდრე პუშკინი, ჯეინ ოსტინი, ედგარ ალან პო და პაბლო ნერუდა.

 

 

იმადედინ ნასიმი

(1369-1417)

 

·         აზერბაიჯანელი პოეტი, ფილოსოფოსი;

·         დივანური ლიტერატურისა და ჰურუფიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი აღმოსავლეთში;

·         აზერბაიჯანულ თურქულში დივანის, ყასიდას, მუსტაზადის, თარჯიბანდისა და თუიუგის, რუბაიების ავტორი;

·         დიდი გავლენა იქონია ისეთი აზერბაიჯანელი კორიფეების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან შაჰ ისმაილ ხათაი, ფუზული და  ვაგიფი;

·         2019 წელს, პოეტის 650 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში „ნასიმის წელი“ გამოცხადდა;

·         აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მისი ნაწარმოებები სახელმწიფოს მემკვიდრეობად გამოცხადდა.

 

 

https://mypoeticside.com/show-poem-173902                                  

 

 

 

და სხვა ...

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს:

     

  • გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

     

    საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.

     

  • რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში

    შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...