ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი და დელეგაცია მთარგმნელობით ცენტრში

სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვივნენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის წარმომადგენელი ბაქოში უფუკ თურგანერი, ჩრდილოეთ კვიპროსის ტურიზმის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის წევრი, ცნობილი მწერალი ჯეიჰან ოზიილდიზი, ცნობილი პოეტი და პროზაიკოსი სერკან სოიალანი.
შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანულ-ჩრდილოეთ კვიპროსის ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაფართოების, ჩრდილოეთ კვიპროსში აზერბაიჯანული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის, შესაბამისად ჩრდილოეთ კვიპროსული ლიტერატურის აზერბაიჯანში და საერთაშორისო დონეზე განსახორციელებელი პროექტები. გადაწყდა დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის დროული განხორციელების მიზნით გაფორმდეს მემორანდუმი სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ბაქოს წარმომადგენლობას შორის.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები - აიგუნ ათთარის „ყარაბახში გამარჯვება - 44 დღიანი ომის კულისებს მიღმა“, სერიული გამოცემა "მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტები" და მსოფლიო ლიტერატურის ჟურნალი "ხაზარი", ხოლო დელეგაციამ ცენტრს გადასცა წიგნები და სუვენირები, რომლებიც ასახავენ ჩრდილოეთ კვიპროსის ისტორიასა და კულტურას.
Qalereya
და სხვა ...
-
იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში
გერმანიის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “SchreiberNetzwerk”მა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო მწერლის იუსიფ სამედოღლუს გერმანულად თარგმნილი მოთხრობისა „ცივი ქვა“.
-
ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა „უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს: