რუსეთში გამოიცა ელჩინის წიგნი „ხუთი წუთი და მარადისობა“
აზერბაიჯანის სახალხო მწერლის ელჩინის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთში გამოიცა მისი წიგნი „ხუთი წუთი და მარადისობა“
წიგნი, რომელიც ითარგმნა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსული მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსეთის მდიდარი ტრადიციის მქონე გამომცემლობამ „წიგნის ცენტრი რუდომინომ“ გამოსცა.
წიგნი, რომელშიც შესულია გამოჩენილი მწერლის ისეთი პოპულარული მოთხრობები, როგორებიცაა „ვარდმა უთხრა ბულბულს“, „ყვითელი პიჯაკი...“, „მატარებელი“. პიკასო. ლატური. 1968“, „ხუთგროშიანი მოტოციკლი“, „წითელი დათვის ბელი“, „ათი წლის შემდეგ...“, „ვერცხლისფერი, ყვითელი, ხავერდოვანი“, „ბალადადაშის პირველი სიყვარული“, „ქვეყანაზე მატარებლები დადიან“ და „ხუთი წუთი და მარადისობა“, რუსულად თარგმნეს ცნობილმა რუსმა მთარგმნელებმა ი.ზოლოტუსკიმ, გ. მიტინმა და ა. ორლოვმა, რედაქტორი კი ი. ფრიდშტეინია.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.