ბოსნიასა და ჰერცოგევინიაში გამოიცა წიგნი „შუშა - ყარაბაღის თვალმარგალიტი“
სარაევოში დაისტამბა წიგნი „შუშა - ყარაბაღის თვალმარგალიტი“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა ქვეყანაში 2022 წელს გამოცხადებულ „შუშას წელთან“ დაკავშირებით და ამით თავისი წვლილი შეიტანა ამ საშვილიშვილო საქმეში. წიგნიში აღწერილია აზერბაიჯანის კულტურის აკვნის, ყარაბაღის ციხე-სიმაგრისა და დიდებული დედაქალაქის შუშას ისტორია, რელიგიური სიწმინდეები, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, საგარეო სავაჭრო ურთიერთობები, ცხოვრება და შემოქმედება აქ დაბადებული გენიოსებისა, რომლების სწორედ ამ ქალაქმა აჩუქა აზერბაიჯანსა და მსოფლიო კულტურას. იგი დაყოფილია შემდეგ თავებად „შუშა - ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი“, „შუშას მშენებლობა“, „ქალაქ შუშას გერბი და გერბზე გამოსახული სახელმოხვეჭილი ყარაბაღული რაშები“, "შუშას ბუნება, ლანდშაფტი და კლიმატი", "შუშას მოსახლეობა და უბნები", "შუშას რელიგიური ძეგლები", "შუშა - ხელოსნობის სავანე და სავაჭრო ცენტრი", "შუშა - განათლების, კულტურისა და ხელოვნების ტაძარი", "ჰეიდარ ალიევი და შუშა“, „სომეხ უზურპატორთა შუშასთან დაკავშირებული მიზნები“, „შუშა, ჩვენ დავბრუნდით!“ და „განახლებული შუშა“; მაღალ დონეზე მომზადებული წიგნი-ალბომი დაისტამბა ბოსნია-ჰერცოგოვინის გამომცემლობა „იესარი გრუპ“-ში, რომელსაც მდიდარი საგამომცემლო ტრადიციები გააჩნია.
გამოცემის პროექტის ხელმძღვანელი - აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მასუდი, ბოსნიურ ენაზე თარგმანის ავტორი კი ცნობილი ბოსნიელი მთარგმნელი ადმირა იოსოვიჩია.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.