მამედ არაზის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში

არგენტინის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Poemas del Alma”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მემედ არაზის ესპანურად თარგმნილი ლექსებისა „წუთისოფელი არავისია“, „მშვიდობით, მთებო“, „აზერბაიჯანი - ჩემი სამყარო“.
ლექსები, რომლებსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ესპანურ ენაზე თარგმნეს ესპანელმა ფილოლოგებმა რაულ პაგგი ალეხანდრომ და ევა კონტრერასმა ასევე ესპანური ენის სპეციალისტებმა თურუხანუმ უნუსოვამ და აისელ ალიევამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “Poemas del Alma” , რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად ბეჭდავს მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ისეთ მწერლებსა და პოეტებს, როგორებიც არიან ალექსანდრე პუ.კინი, ალექსანდრე დიუმა, ხორხე ლუის ბორხესი, მარინა ცვეტაევა, ხულიო კორტასარი და ალბერტო მარავია.
მამედ არაზი
(1933–2004)
· პოეტი, მთარგმნელი;
· ავტორია წიგნებისა „სატრფიალო სიმღერა“, „არაქსი მიედინება“, „მოგაგნებ“, „დედის სახსოვარი ლექსები“, „სიცოცხლის ქარავანი“, „ბარათი მკითხველს“ „საუბარი გზაგასაყარზე“.
· აზერბაიჯანულად თარგმნილი აქვს ს.მიხალკოვის, მ.სვეტლოვის, ნ.ნეკრასოვის და სხვა პოეტების ლექსები.
· არის აზერბაიჯანის სახალხო პოეტი, „დამოუკიდებლობის ორდენის“ კავალერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
![]() |
და სხვა ...
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.
-
რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში
შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...