გამოიცა აზერბაიჯანული ენის ახალი ორთოგრაფიული ლეკსიკონი
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა შეადგინა ჩვენი მშობლიური ენის ახალი და უფრო დახვეწილი ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც ეძღვნება აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის დიდი ქომაგის, უკვდავი ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს. ახალი ლექსიკონი გამდიდრებულია ისეთი ძირძველი აზერბაიჯანული სიტყვებითა და გამოთქმებით, რომლებიც ეროვნული ორთოგრაფიის წინა გამოცემებშო (1929-2021) რატომღაც ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. მათშორის შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა aydın, banbal, batağan, bişməcə, boyaçı, böv, buzxana, bükməçi, bürümə, ceviz, çaba, çağrı, çaxçur, çaxıntı, çalkeçir, çətələ, çinə, çivzə, çodar, dağçı, deşdək, dərnə, diləkçə, diriliş, dolğu, əkinti, əntiqçi, əsim, gödəkçə, görəlgə, görüntü, gözləm, guppun, gülməcə, günəşum, güvən, köçkün, kürəyəc, qamçı, qayım, qomarğa, qorqud, qovana, qurğan, qural, quralma, qurmaca, quytun, quzaq, lumu, maya, milçə, odər, olum, ora, ova, ovxam, önəm, özüm, paravan, sadaq, sağın, sarğac, silgəc, suvama, suyum, südçörəyi, sürəc, taxım, tanıtım, torumca, turan, tutağac, tutama, yadırğa, yayaq, yetənək, yorğu, uca. ასევე ახალ ლექსიკონში შესულია (30 000-ზე მეტი) ისეთი საყოფაცხოვრებო და უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც ენაში დამკვიდრდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება, ასეთებს შორისაა anneksiya, antiterror, bioenerji, biosistem, bloger, bloq, boulinq, datakart, daycest, demarkasiya, deşifrə, destabil, detoks, dominat, dopler, eksport, ekzitpol, eleqant, elitar, emiqrant, emiqrasiya, entuziazm, erudit, eyforiya, feysbuk, flot, gid, inisial, instaqram, kardiocərrah, kseroks, login, logistika, loqo, mesencer, parfüm, ratsiyaçı, reformçu, reket, rezus, rezüme, rul, satiraçı, skalpel, skrinşot, sloqan, sosium, spot, ştrixkod, tester, tvitter, yutub, vayber, vitraj, vizaj და სხვა. აღსანიშნავია, რომ როგორც ლოგიკური გაგრძელება საერთო ეროვნული ლიდერის საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამისა - „ერთი ერი - ორი სახელმწიფო“ - ახალ ლექსიკონში თავმოყრილია წმინდა თურქული წარმოშობის სიტყვები, რომლებიც ბოლო წლებში თანამედროვე აზერბაიჯანულ ენაშიც ინტენსიურად იხმარება. ყოველივე ამის შედეგად ჩვენი მშობლიური ენის დედა წიგნი საფუძვლიანად გამდიდრდა, შინაარსობრივად შეიცვალა და ჩვენს ენას თურქულ ენათა ჯგუფში წამყვანი ენის სტატუსი მიანიჭა.
ლექსიკონის შემდგენელი ავტორია - სახალხო მწერალი აფაგ მასუდი, წინასიტყვაობის ავტორია სარედაქციო კოლეგიის წევრი - აკადემიკოსი ნიზამი ჯაფაროვი, ასევე სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვილაიათ გულიევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გულუ მაჰარამლი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯალილ ნაღიევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯაჰანგირ მამადლი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსტამ ქამალი და ფილოსოფიის დოქტორი ფილოლოგიის დარგში ენათმეცნიერი ისმაილ მამედოვი.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.