ესპანეთში გამოიცა წიგნი "გამოჩენილი პიროვნების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი".
მადრიდის მდიდარი ტრადიციებით გამორჩეულმა გამომცემლობა “Mandala Ediciones”-მა დასტამბა ფრიად საინტერესო წიგნი - "გამოჩენილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი", რომელიც ეძღვნება თანამედროვე აზერბაიჯანის ფუძემდებლის, მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის ცხოვრებას. წიგნი ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესპანურ ენაზე მოამზადა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა.
წიგნი, რომელიც ცამეტი ტავისაგან შედგება და რომელიც დაყოფილია შემდეგ თავებად „ნახიჩევანში დავიბადე...“, „აქაც ფრონტია“, „ჰეიდარი და ზარიფა“, „მოზარდობიდან ავირჩიე ეს პროფესია“, „რესპუბლიკის მეთაური“, „შენ მთელ კავშირს სჭირდები. ", "მე ვარ ადამიანი და არა ქვა, ან რკინა", "ხალხთან ერთად ყოფნის უფლება", "ოთხმოცდამეცამეტე", " აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიო პოლიტიკაში", "მზე ზღვიდან ამოდის", "პრეზიდენტის წელი" და "მსოფლიოს თვალში", - ესპანურად თარგმანა ცნობილმა სალვადორელმა ენათმეცნიერმა, პროფესორმა სეზარ ედგარდო მარტინეს ფლორესმა და ესპანური ენის სპეციალისტმა ნარმინ ჰუსეინლი.
მსოფლიოს თვალში
10 აპრილს ჰეიდარ ალიევმა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი აზერბაიჯანის საკითხებში, საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი ჟაკ ბომელი. ბ-ნმა ბომელმა ალიევი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, გენერალ დე გოლს შეადარა: „როგორც ის, თქვენც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებთ. ამიტომ აზერბაიჯანისა და ევროპის ურთიერთობების დაახლოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროპა მხარს გიჭერთ თითქმის ყველა სფეროში. ეს აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება“.
ფრანგმა ორატორმა თანამოსაუბრეს მხნეობა და ჯანმრთელობა შეაქო. „ვალში“ არც ჰეიდარ ალიევი დარჩა: „ბატონო ბომელ, ვხედავ, კარგად გამოიყურებით, ძალიან კარგი მეხსიერება გაქვთ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა დავინახე, წუხელ როგორი ინტერესით უყურებდით ჩვენს ეროვნულ ცეკვებს“. მერე სერიოზულად დასძინა: „თქვენ ყოველთვის საუბრობთ გენერალ შარლ დე გოლის პოლიტიკაზე. ახლაც ამ თემას შეეხეთ. რა თქმა უნდა, შარლ დე გოლი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პიროვნებაა. ის, რაც მან გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, არ დაკარგავს თავის ღირებულებას საუკუნეების განმავლობაში. ჩემთვის გენერალი დე გოლი იდეალიცაა და ნიმუშიც. ჩემი დღევანდელი პოლიტიკის საფუძველთ საფუძველს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენს“.
დავძენთ, რომ ეს პოლიტიკა რეალობად იქცა. ალიევმა მოახერხა თავისი ქვეყნის ინტერესების გიგანტური სახელმწიფოების ინტერესებთან დაბალანსება.
ნეტავ როგორ გამოიყურებოდა ჰეიდარ ალირზა ოღლუ ალიევი სხვა ქვეყნების საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეთა თვალში? ერთად გადავხედოთ მასზე დაწერილ საგაზეთო მასალებს და მოგონებებს და გავარკვიოთ ჩვენი თანამოსაუბრეების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ალიევს აღმოსავლური მჭევრმეტყველებით უწოდებს "ძვირფას ძმას, რომელმაც მკერდი ფარივით შეუშვირა სიძნელეებს და გმირობა გამოიჩინა აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარებისთვის".
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ფედერიკო მაიორმა კი ჰეიდარ ალიევს ასე მიმართა: „თქვენ ხართ გამოჩენილი ლიდერი, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში“.
ნამდვილად ასეა. აღიარება ბევრია – გულწრფელიც და მიზანმიმართულად თქმულიც. ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა მეთაურმა ქალბატონმა ოლბრაიტმა ალიევის მისამართით წარმოთქმული კომპლიმენტების დროს თავისი თავიც არ დაივიწყა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მან თქვა: „მე არ მინახავს მეორე პრეზიდენტი, რომელიც ასეთი ზარზეიმით მიგვეღო“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნახეთ, სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალისხმევა არ დაიშურაო.
ქალბატონი ოლბრაიტის კოლეგამ, ჰენრი კისინჯერმა თავის წერილში დიდ პროგრამა მოიცვა: „საქებარია ჰეიდარ ალიევის აქტიურობა, რომელმაც მიზნად დაისახა ურთიერთობების განმტკიცება აშშ-სთან და დასავლეთის ქვეყნებთან. მან დიდი ძალისხმევა გასწია საბაზრო ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარების მიმართულებით. ჰეიდარ ალიევი თავდადებულად და მტკიცედ იბრძვის დამოუკიდებლობის დასაცავად“.
საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მიერ მისი დახასიათება სხვებისგან გამოირჩევა: „ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა წარმატებას მიაღწია აზერბაიჯანის აღორძინების საქმეში. დიდად ვაფასებ ნებისყოფას, მონდომებას და წინდახედულებას, რაც მასში დავინახე ჩვენი შეხვედრების დროს. ვხედავ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით საუბრისას ჩემს მიერ ჩამოთვლილ ღირებულებებს სრულად ავლენს. ქვეყნის ბედნიერებაა, რომ ჰეიდარ ალიევის მსგავსი მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე მართავს აზერბაიჯანს“.
ძალიან ზუსტი და ყოვლისმომცველი შეფასებაა. ალიევმა მართვის მდიდარი გამოცდილება საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბებისას დააგროვა. ამ თვისებაზე გაამახვილა ყურადღება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც თქვა, რომ ალიევი რუსეთის ფედერაციაში ცნობილია, როგორც არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ერთობ გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე.
ალიევის ისტორიული ღვაწლი, რომელიც მან გაწია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის, ყველაზე უწინ შეაფასეს გფრ-ის ფედერალურმა კანცლერმა გერჰარდ შროდერმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჯუნიტორო კოიზუმმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის აზრით, ჰეიდარ ალიევი დიდი ხნის განმავლობაში იყო სამხრეთ კავკასიის მთავარი პოლიტიკური მოღვაწე. მისი პირადი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და შენარჩუნდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.
ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ, გამოჩენილმა უკრაინელმა პოეტმა ბორის ოლეინიკმა ჰეიდარ ალიევს ნამდვილი მხსნელი უწოდა: „იმ დროს, როცა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა, ხალხის ერთგულმა შვილმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყნის სადავეები ხელში აიღო. თავისი ნებისყოფის, გონიერებისა და ვაჟკაცობის წყალობით მან აზერბაიჯანი მძიმე მდგომარეობიდან იხსნა“...
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.