გამოვიდა ჟურნალ „ხაზარის (მსოფლიო ლიტერატურა) ახალი ნომერი
„ხაზარის“ მკითხველებს ჟურნალის ამ ნომრის შესაბამის რუბრიკებში ელით:
„ნობელის ტრიბაუნა“ - ჰერმან ჰესეს ნობელიანტის მოხსენება და მოთხრობა „ძნელი გზა“;
კორიფეები - ფ.მ. დოსტოევსკის ვრცელი მოთხრობა „ბიძის სიზმარი“;
„აზერბაიჯანული ლიტერატურა“ - მოვლუდ სულეიმანლის მოთხრობა „შემოდგომის სამახაროებლები“;
„დუბლინის პრემიის ლაურეატები“ -კოლმ ტობის „ბრუკლინი (რომანის გაგრძელება);
„იაპონური მოთხრობები“ - ძიუნიტირო ტანიძაკის „ პატარა სახელმწიფო“, ჰარუკი მურაკამის „სისხლისმსმელი ტაქსში“ და იასუნარი კავაბატას „ მინა“;
„მემუარი“ - ჯონ სტეინბეკის „რუსული დღიურები“;
„თანამედროვე ისრაელის პროზა“ - დავით მარკიშის მოთხრობა „ბრედნიერი ტალი“
„თამანედროვე პოეზია“ - ტატიანა უვაროვას ლექსები;
„თეატრი“ - სამუელ ბეკეტის პიესა „ბედნიერი დღეები“;
„ბრძნული გამონათქვამები“ - არისტოტელეს, სოკრატეს და ციცერონის პოპულარული გამონათქვამები.
ჟურნალის ეს ნომერი შეგიძლიათ ბაქოს ქვემოთ ჩამოთვლილ ჯიხურებში შეიძინოთ:
ჯიხური პრესა - მეტრო "მეცნიერებათა აკადემია", ჰუსეინ ჯავიდის პროსპექტი, 19;
ჯიხური პრესა - მეტრო "ნარიმანოვი", აღა ნემათულას ქ. 122;
ჯიხური პრესა - მეტროსადგური "იჩერი შეჰერი", დამოუკიდებლობის ქუჩა;
ჯიხური პრესა - მეტრო "ქოროღლუ";
ჯიხური პრესა - მეტრო "ნიზამი", ალიბეი ჰუსეინზადეს ქუჩა;
ჯიხური პრესა - მეტრო "ჰეზი ასლანოვი", ხუდუ მამადოვის ქ.41;
და სხვა ...
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
-
სადაი ბუდაგლის მოთხრობა ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალში
ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალმა „Artikl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სადაი ბუდაგლის რუსულად თარგმნილი მოთხრობა „გვალვა“.