მაჰმუდ მეორის მოთხრობა „უდროო სიკვდილი“ არაბული ქვეყნების წამყვან პორტალებში
ქუვეიტის ლიტერატურულმა პორტალმა ““FikrHur”” მა, ალჟირის “alharir.info”მ, სურიის „მოკლე მოთხრობამ“, ეგვიპტის „მოთხრობები და რომენიბმა“ და ირანის „ნურ მუჰამედმა და მედია ცენტრმა“ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლის მაჰმუდ მეორის არაბულად თარგმნილი მოთხრობა - „უდროო სიკვდილი“.
მოთხრობა, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია მწერლის შემოქმედების შესახებ, არაბულად თარგმნა არაბული ენის სპეციალისტმა ფარიდ ჯამალოვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პორტალები, რომელთაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნიათ, აშუქებენ ისეთი ცნობილი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორებიც არიან სტივენ ჯეიმს ქენეთთი, ჯორც ორუელი, იუსტეინ ქორდერი, დევით ჯოზეფ შვარცი, სტივენ კოვი და რობერტ თორუ კიოსაკი.
მაჰმუდ მეორე (მაჰმუდ აღაქიშიევი)
(1986-2019)
· პოეტი და მთარგმნელი;
· 2007 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
· 2009-2010 წლებში დაამთავრა თურქული ენისა და ლიტერატურის კურსი თურქეთის ბილკენდის უნივერსიტეტში;
· 2013 წლიდან სხვადასხვა მედიაში აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს, ესეებსა და მოთხრობებს;
· აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ისეთი ავტორების ესეები და მოთხრობები, როგორებიც არიან არტურ შოპენჰაუერი, ალბერ კამიუ, უმბერტო ეკო, ჩაკ პალანიუკი, ვიქტორ პელევინი, ნოდარ დუმბაძე, ჰარუკი მურაკამი;
· არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „ისტორიის ბილიკების“ - ერთ-ერთი სცენარისტი და რეჟისორი.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.