აზერბაიჯანული პროზა მიგელ დე სერვანტესის სახელობის ბიბლიოთეკაში
ესპანეთის „მიგელ დე სერვანტესის“ სახელობის ვირტუალური ბიბლიოთეკის „ლიტერატურული გამოცემების“ განყოფილებაში განთავსდა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში დასტამბული "თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგია", რომელშიც შესულია აზერბაიჯანის ისეთი კლასიკოსი და თანამედროვე პროზაიკოსების ნაწარმოებები, როგორებიცაა სულეიმან რაჰიმოვი, ალი ვალიევი, მირ ჯალალი, ანვარ მამედხანლი, ისა ჰუსეინოვი, ანარი, ელჩინი, რაფიგ თაღი, აფაგ მესუდი, ეთიმად ბაშქეჩიდი, ორხან ფიქრეთოღლუ და მაჰმუდ მეორე.
აღნიშნულ განყოფილებაში წარმოდგენილ ნაწარმოებებს თან ერთვის ვრცელი ინფორმაცია ავტორების შემოქმედების შესახებ.
წიგნის ესპანურ ენაზე თარგმანის ავტორები არიან ცნობილი ესპანელი ფილოლოგი ფრანსისკო კაპილა მარტინი, ესპანური ენის სპეციალისტები რაჰიმა მამედოვა და რამიზა ჰასანოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვირტუალური ბიბლიოთეკა, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, რეგულარულად უთმობს ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს, როგორიცაა მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი, ალექსანდრე პუშკინი, ფიოდორ დოსტოევსკი, ხუანა ინეს დე ლა კრუზი, ფრიდრიჰ შილერი, გუსტავო ადოლფო ბეკერი, ფედერიკო გარსია ლორკა, პაბლო ნერუდა, გაბრიელ გარსია მარკესი და ანტონიო მაჩადო.
და სხვა ...
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში
-
წიგნად დაისტამბა „წინასწარმეტყველ მაჰმადის ცხოვრება“
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა წიგნი "წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრება", რომელიც გამოჩენილი რუსი მწერლის ვერა პანოვასა და მისი ვაჟის, აკადემიკოს...