ჯალილ მამედყულიზადეს შემოქმედება ავსტრიის ლიტერატურულ პორტალში
ავსტირიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა თვალსაჩინო აზერბაიჯანელი მწერლისა და დრამატურგის ჯალილ მამედყულიზადეს გერმანულად თარგმნილი მოთხრობა „საფოსტო ყუთი“.
მოთხრობა, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია მწერლის შემოქმედების შესახებ, გერმანულად თარგმნეს ცნობილმა ავსტრიელმა მთარგმნელმა და ფილოლოგმა ანდრეას კრიბერიმ და გარმანული ენის სპეციალისტმა ჯაფარ ჯაფაროვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც მკითხველთა ფართო აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, ფიოდორ დოსტოევსკი, რანს კაფკა, ერიხ კოსტნერი და პაბლო ნერუდა.
ჯალილ მამედყულიზადე
(1869–1932)
– მწერალი და დრამატურგი;
– „მოლა ნასრედინის“ ლიტერატურული სკოლის დამფუძნებელი;
– პირველადი განათლება მიიღო მოლახანაში, მოგვიანებით კი ნახჭევანის საქალაქო სკოლაში; დაამთავრა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ირავანის გუბერნიის სოფლებში;
– 1904 წელს მუშაობდა თბილისში გამომავალი გაზეთ „შარგი-რუსის“ რედაქციაში;
– ავტორია ისეთი მოთხრობებისა და პიესებისა, როგორიცაა „სოფელ დანაბაშების ამბები“, „საფოსტო ყუთი“, „ოსტატი ზეინალი“, „გურბანალი ბეკი“, „გიჟების თავყრილობა“ და „მიცვალებულები“;
– გარდაიცვალა 1932 წლის 4 იანვარს ბაქოში; დაკრძალულია „საპატიო პანთეონში“;
– აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მისი ნაწარმოებები სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.
https://www.gedichtesammlung.net/Kurzgeschichten/Der-Briefkasten/ |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.