თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
ა.მასუდი: „წიგნი, რომელის პრეზენტაციაზეც დღეს შევიკრიბეთ, მოგვითხრობს თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის ქომაგის ჰეიდარ ალიევის ზოგად საკაცობრიო სიყვარულზე, მეგობრული საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მშობლიურ დამოკიდებულებაზე. ვფიქრობთ, რომ ეს წიგნი, რომელიც ასახავს საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და სულიერი აღორძინების მნიშვნელოვან ეტაპს და ასევე ეხება ჩვენს შორის არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, სულიერ და კულტურულ ურთიერთობებს, სამუდამოდ აღიბეჭდება ორი ერის ისტორიულ მეხსიერებაში, როგორც მეგობრობისა და ძმობის სიმბოლო. მოგეხსენებათ, წელს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე აღინიშნება აზერბაიჯანში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ცალკეული ადამიანები, საზოგადოებები და ორგანიზაციები ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საიუბილეო თარიღში, აწყობენ შესაბამის ღონისძიებებს და გამოსცემენ წიგნებს.. ამ მიმართულებით უდიდესი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა - ჩვენი ტრიუმფალური არმიის გამარჯვებულმა მთავარსარდალმა ილჰამ ალიევმა. 30 წლის მანძილზე მომხდურთა ფეხქვეშ ნანგრევებად ქცეული ჩვენი უძველესი მიწები თავის ძირძველ პატრონს დაუბრუნდა, აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა 2020 წელს ჩვენს მშობლიურ შუშაში, წელს კი ჩვენს მშობლიურ ხანქენდში აფრიალდა“.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ბექა ოდიშარია.
ბ.ოდიშარია: „პირველ რიგში, მინდა თვალი გადავავლო ჩვენს უახლოეს წარსულს. გასული ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ხალხის აზროვნებიდან დაწყებული მათი ცხოვრების წესით დამთავრებული. ასეთ პერიოდებში წყდება სახელმწიფოების ბედი და მომავალი. ვინ იცის, როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყნების ბედი და ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ჰეიდარ ალიევის ფენომენი. ამ გენიოსის შორსმჭვრეტელობამ და ფოლადის ნებამ უბადლო როლი ითამაშა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების აღორძინებაში, ისე რეგიონის მსოფლიო ინტერესების სფეროდ გადაქცევაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმ ძალებმა, რომლებსაც არ სურდათ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება, ჰეიდარ ალიევზე დიდი ზეწოლა განახორციელეს, მაგრამ მან თავისი ურყევი ნებისყოფისა და სიბრძნის წყალობით შეძლო ამ ძალების ბოროტი ზრახვების დაძლევა. და გახდა თავისი ხალხის მარადიული მამა. მისმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ მის ქვეყანას, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჰეიდარ ალიევის ფენომენის გარეშე საქართველოს მართლა მაგრად გაუჭირდებოდა. ძველი თბილისი ჩვენი დედაქალაქის გულია. მოხარული ვარ, რომ ამ გენიალური სახელმწიფო მოღვაწის ქანდაკება თბილისის იმ უძველეს კუთხეში, ჩვენი ქალაქის გულში, მისივე სახელობის ბაღში დაიდგა. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ დღესასწაულებს აზერბაიჯანელ ძმებთან ერთად იმ ბაღში“.
შემდეგ საქართველოს სახალხო მწერალმა რევაზ მიშველაძემ გაიხსენა აზერბაიჯანის საერთო ეროვნულ ლიდერთან შეხვედრის ეპიზოდები.
რ. მიშველაძე: „ინტერესით მოვისმინე ქალბატონი აფაგის ღრმა აზროვანი სიტყვა. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ქალბატონმა აფაგმა ჰეიდარ ალიევზე ისე დაწვრილებით ილაპარაკა, რომ მეგონა სათქმელი არაფერი დარჩა. მაგრამ მეც მაქვს ჩემი სათქმელი ჰეიდარ ალიევზე - დიდ პოლიტიკოსზე და ამ ისტორიულ წიგნზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჰეიდარ ალიევმა თავისი ქვეყანა ისეთი მიმართულებით წარმართა, რომ დღეს აზერბაიჯანი რეგიონში წამყვან ქვეყნად და მსოფლიოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოდ იქცა. კარგად მახსოვს, 2001 წელს ჩვენ - საქართველოს ხუთკაციანი სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაცია ბატონი ჰეიდარ ალიევის მიწვევით ბაქოს ვესტუმრეთ. იმ შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს ჩემი წერილი, რომელიც შედის წინამდებარე წიგნში. როცა იმ ისტორიულ შეხვედრას ვიხსენებ, გული დღესაც მითბება. მახსოვს, როგორ საუბრობდა ჰეიდარ ალიევი საქართველოს წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე და მის ეკონომიკურ პოტენციალზე, აღტაცებით ვუსმენდით, მოხიბლული ვიყავით იმით, რომ მას ჰქონდა ასეთი ვრცელი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. შესანიშნავად გამოცემული ეს ძვირფასი წიგნი გვიჩვენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას, ჩვენს სიყვარულს, იმას, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთის და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ურყევ ერთობას“.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, ცნობილი ქართველი პოეტი ბაღათერ არაბული, აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის პრეზიდეტი ნაირა მარშანია, სახალხო პოეტი ერეკლე საღლიანი, ჟურნალ "ზღვაურის" მთავარი რედაქტორი ბელა ქებურია, გამომცემლობა "მერანის", დირექტორი მანანა გორგიშვილი, ცნობილი ქართველი პოეტი ბადრი ქუთათელაძე, წიგნის თანაშემდგენელი, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რეფერენტი, მწერალი იმირ მამადლი. მათ ისაუბრეს დიდი ლიდერის დამოკიდებულებაზე საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი, ასევე ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის გაწეული ღვაწლზე.
ღონისძიების დასასრულს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დაარსებული „სახელმწიფო თარგმანის (ცენტრის) ჯილდო“ გადაეცა წიგნის თანაშემდგენელს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოცემაში გაწეული ღვაწლისათვის.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.