გამოიცა წიგნი „ლინგვისტური თეორიის საფუძვლები“
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა აზერბაიჯანულ ენაზე გამოსცა ლინგვისტური მეცნიერების გამოჩენილი წარმომადგენლის, დანიელი ენათმეცნიერის, ლუი ჯელმსლევის წიგნი „ლინგვისტური თეორიის საფუძვლები“. წიგნი მეცნიერის დაბადებიდან 125 წლისთავს ეძღვნება. იგი მოიცავს ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგებს და დაყოფილია ისეთ თავებად, როგორიცაა "ენის შესწავლა და ენის თეორია", "ლინგვისტური თეორია და ემპირიზმი", "განმარტების სისტემა", "ანალიზის პრინციპები", "ნიშნები და ფიგურები", "გამოხატვა და შინაარსი", "სინკრეტიზმი" და "კატალიზი". სახელმძღვანელო იხსნება გამოჩენილი აზერბაიჯანელი მეცნიერის, აკადემიკოს ნიზამი ჯაფაროვის მიერ ლუი ჯელმსლევის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ დაწერილი წინასიტყვაობით "ლინგვისტური თეორიის საფუძვლები ან სტრუქტურული ლინგვისტიკის გლოსემანტური საზღვრები".
წიგნი, რომელიც განკუთვნილია ენათმეცნიერების სწავლებისა და კვლევის სფეროს სპეციალისტებისა და ფართო მკითხველისთვის, აზერბაიჯანულად თარგმნა აკადემიკოსმა ნიზამი ჯაფაროვმა; სამეცნიერო რედაქტორია ცენტრის სამეცნიერო ლიტერატურისა და ლექსიკონის განყოფილების ხელმძღვანელი ბაჰლულ აბასოვი.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის ბიბლიოთეკა
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.