აფაგ ნესუდის ესსე „შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თურქეთო“ თურქულ პორტალებში

აფაგ ნესუდის ესსე „შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თურქეთო“ თურქულ პორტალებში

თურქეთის ახალი ამბებისა და კულტურის ისეთმა წამყვანმა  პორტალებიმა, როგორიცაა "detayhaberler.com", "erikagacioyku.com", "dibace.net", "guvengazetsi.com", "ığdırım76.com" დაიწყეს აზერბაიჯანის სახალხო მწერლის აფაგ მესუდის ესეს „შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თურქეთო“-ს ტრანსლირება, რომელშიც იგი მიმართაავს მოძმე თურქ ხალხს სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ აღნიშნულ ესეს: 

 

 

 

 

 

შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თურქეთო

 

შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, შენი სიცოცხლე ჩვენი სიცოცხლეცაა, თურქეთ... ამ თავზარდამცემმა ამბავმა, ამ სისხლიანმა ჭრილობებმა, რომლებიც  გაიხსნენ შენი სხეულის წიაღში, ნაპრალებმა რომლებმაც შთანთქეს ათასობით ჩვენი თანამოძმის, ჩვენ ვაჟებისა და ასულებ, ჩვენ პატარების სიცოცხლე, შეძრეს მთელი აზერბაიჯანის და ზოგადად დიდი თურქული სამყაროს გულები და სულში დარდის ღრმა, უძირო უფსკრული ააჩინეს...

დაჭრილ-სასახიჩრებული ბავშვები, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რა ხდება... თავად ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მამაცი ახალგაზრდები, რომლებიც არ ეპუებიან მწარე ხვედრს და ცდილობენ გადაარჩინონ თანამემამულეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები... დედები, რომლებიც ზედ ეფარებიან ჩვილებს და ცდილობენ თავიანთი სიცოცხლის ფასად გადაარჩინონ ისინი... სასოწარკვეთილი მამა, რომელსაც უკანასკნელი იმედივით ჩაუბღუჭია ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი 15 წლის ქალიშვილის უსიცოცხლო ხელი... უშიშარი ექთნები, თავდადებული ექიმები, ჟურნალისტები, ოპერატორები, მაშველები, მძღოლები და მუშები, რომლებიც არ ერიდებიან ოდნავ მისუსტებულ ახალ ბიძგებს და ფუძე მორყეული სახლების სახიფათო რყევას და თავგანწირულები მიილტვიან ეპიცენტრისაკენ, არ ერიდებიან იმას, რომ შეიძლება თავადაც მოჰყვნენ ნანგრევებს ქვეშ,  თავგადადებულები ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს...

ამ საზარელმა მოვლენამ, რომელმაც შეძრა და გამოაღვიძა მთელი კაცობრიობა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა შენი უდრეკობა და დაუმარცხებლობა, შენი გულის სიდიადე, შენი მარად გამარჯვებული სულის ძალა, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას იღებს ღმერთის, ადამიანისა და სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულიდან...

ნუ შეშინდები, ნუ შედრკები, შენ ეი, ამქვეყნიური უძლეველობისა და უდრეკობის მარადიულო სიმბოლოვ!

იცოცხლე და აღორძინდი! დაე, მთელ ქვეყნიერებას მოეფინოს შენი ნათელი!

 

                                                                                                                                                                   აფაგ მესუდი

                                                                                                                                                                   სახალხო მწერალი

და სხვა ...