„შვედური პროზის ანთოლოგია“ პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ახალი წიგნი - „შვედური პროზის ანთოლოგია“, -რომელიც მოიცავს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციების მქონე შვედური ლიტერატურის რჩეულ ნიმუშებს.
წიგნში თავმოყრილია შვედური პროზის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლების ნაწარმოებები. როგორებიცაა ავგუსტ სტრინდბერგი, ერნსტ ალგრენი, სელმა ლაგერლოფი, ვერნერ ფონ ჰეიდენშტამი, პერ ჰალსტრომი, იალმარ სოდერბერგი, ალბერტ ენგსტრომი, იალმარ ბერგმანი, დენ ანდერსონი, პერ ლაგერკვისტი, ვილჰელმ მუბერგი, ეივინდ იონსონი, ჰარი მარტინსონი, ლუდვიგ ნორნდჰურდსტრი, ლუდვიგ ნორდსტრიმ ბერგმანი, სტიგ დაგერმანი, თომას ტრანსტრომერი, ულფ სტარკი, მარგარეტა ეკსტრომი, ევა გაბრიელსონი, ნიკლას როდსტრომი, სტიგ ლარსონი, ოკე ედვარდსონი, ინგერ ედელფელდი, ტოვე ალსტერდალი, სესილია დევიდსონი და მელკერ ინგე გარეი. ამ უნიკალური კრებულის პროექტის ხელმძღვანელია სახალხო მწერალი აფაგ მესუდი, წინასიტყვაობის ავტორი მწერალი ეთიმად ბაშქეჩიდია. წიგნში წარმოდგენილი პროზაული ნიმუშები აზერბაიჯანულად თარგმნეს ცნობილმა მწერლებმა და მხატვრული თარგმანის ოსტატებმა სადაი ბუდაგლიმ, ნარიმან აბდულრაჰმანლიმ, ეთიმად ბაშქეჩიდმა, ბაჰლულ აბასოვმა, ილგარ ალფიმ, მაჰირ გარაევმა, სამად გარაჩოფმა, რაბიგა ნაზიმგიზიმ, შაფიგა შაფამ და სელჯან მამედლიმ; კრებულის რედაქტორია - მაჰირ გარაევი.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.