ესპანური და ლათინოამერიკლული ლიტერატურის დღესასწაული სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გაიმართა მხატვრული და მუსიკალური ცერემონია სახელწოდებით „ესპანური და ლათინოამერიკული ლიტერატურის დღესასწაული“, სადაც წარმოდგენილი იქნა ამავე ცენტრის მიერ ბოლო წლებში თარგმნილი და წიგნად დასტამბული ესპანური და ლათინოამერიკული ლიტერატურის ნიმუშები.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეიობდნენ ესპანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების აზერბაიჯანში აკრედიტებული ელჩები და რწმუნებულები - არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი მარიანჯელეს ბელუჩი, ჩილეს რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ბ-ნი ჯანკარლო ალბერტი, ესპანეთის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ქალბატონი პატრიცია სერანო სანჩესი, კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ლუის ფერნანდო კუარტას აიალა, კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი კარლოს ენერიკე ვალდეს დე ლა კონსეპსიონი, მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი მარია ვიქტორია რომერო კაბალიერო და ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქრისტოფერ ალბერტო მარტინეს ბეროტერანი.
ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, სახალხო მწერალმა აფაგ მესუდმა ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა და ისაუბრა ცენტრის მიერ ესპანური და ლათინოამერიკული ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე და ამ ლიტერატურისადმი სიყვარულსა და ინტერესზე, ლიტერატურისადმი, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით შორს მდებარეობს, მაგრამ სულისკვეთებითა და შინაგანი ბუნებით ერთობ ახლო და მშობლიურია; სახალხო პოეტი რამიზ როვშანი კი თავის გამოსვლაში შეეხო ესპანური და ლათინოამერიკის ლიტერატურის დიდ გავლენას მსოფლიო ლიიტერატურაზე და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი ნიმუშების ლიტერატურულ ღირებულებებს.
მოგვიანებით ესპანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა - არგენტინის, ჩილეს, ესპანეთის, კოლუმბიის, კუბის, მექსიკისა და ვენესუელას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა და საქმეთა დროებითმა რწმუნებულებმა ისაუბრეს სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ესპანური და ლათინოამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე და მაღალი შეფასება მისცეს მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ისეთი ავტორების შერჩევას, როგორებიც არიან - ხუან რულფო, პაბლო ნერუდა, გაბრიელ გარსია მარკესი, მიგელ დელიბესი, კამილო ხოსე სელა, ფედერიკო. გარსია ლორკა, ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი, კარლოს ფუენტესი, ოქტავიო პაზი, მიგელ ანხელ ასტურიასი, მარიო ვარგას ლიოსა, მარიო ბენედეტი.
ღონისძიებაზე აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი მხატვრული ნაწარმოებების გარდა წარმოდგენილ იქნა ესპანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ეროვნული მუსიკა, ცეკვები და ეროვნული სამზარეულო.
Qalereya
და სხვა ...
-
რუსეთის მთარგმნელობითმა ინსტიტუტმა წარადგინა აზერბაიჯანული წიგნები
ბაქოს წიგნის მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი
-
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში შედგა შეხვედრა ვენესუელ პოეტთან
შედგა შეხვედრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს