ვენესუელელი პოეტის წიგნის წარდგინება ბაქოს X საეართაშორისო წიგნის გამოფენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და აზერბაიჯანში ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული წიგნი „ტირიფების სამეფო“ (ავტორი: ვენესუელელი პოეტი ანა მარია ოვიედო პალომარესი) ფართო საზოგადოებას წარედგინა ბაქოს მე-10 საერთაშორისო წიგნის გამოფენაზე.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანში აკრედიტებული ლათინური ამერიკის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები - ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის ელჩი ქრისტოფერ ალბერტო მარტინეს ბეროტერანი, მექსიკის შეერთებული შტატების ელჩი ქ-ნი ვიქტორია რომერო, კუბის რესპუბლიკის ელჩი კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეპსიონი, კოლუმბიის რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ლუის ფერნანდო კუარტას აიალა და სხვები, დაიწყო ვიდეოს ჩარხით, სადაც ასახულია ცენტრის მიერ ჩვენს ქვეყანაში ლათინური ამერიკული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, სახალხო მწერალმა აფაგ მესუდმა, რომელმაც ისაუბრა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკული ლიტერატურისადმი ინტერესსა და სიყვარულზე, ასევე ყურადღება გაამახვილა გამოცემული წიგნების მხატვრულ ღირსებაზე.
ანა მარია პალომარესმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს მისი შემოქმედებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის და ასევე აღნიშნა, რომ ლიტერატურა და მხატვრული სიტყვა არის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც აახლოებს ადამიანებს, აღრმავებს მეგობრობასა და ურთიერთ გაგებას. შემდეგ ქალბატონმა ანა მარიამ წაიკითხა საკუთარი ლექსები.
აღნიშნული წიგნის მხატვრული თარგმანის ავტორმა, ცნობილმა პოეტმა და მთარგმნელმა მაჰირ გარაევმა და ვენესუელა ბოლივარიის რესპუბლიკის ელჩმა აზერბაიჯანში კრისტოფერ ალბერტო მარტინეს ბეროტერანმა ისაუბრეს რა „ტირიფების სამეფოში“ შესული ლექსების აღმოსავლურ მოტივზე, აღნიშნეს რომ კრებული ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს აზერბაიჯანელ მკითხველში.
ღონისძიების მონაწილეთა მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხის გაცემისას პოეტმა გამოთქვა აზრი და წინადადებები აზერბაიჯანულ-ვენესუელური ლიტერატურული ურთიერთობების გაფართოების, ვენესუელაში აზერბაიჯანული პოეზიის პოპულარიზაციის მიმართულებით ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ.
ღონისძიების დასასრულს მომღერალმა ფირუზა მამედოვამ შეასრულა ცნობილი ვენესუელური სიმღერა - „ველის სული“.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.