მუჰამედ ფუზულის შემოქმედება გერმანიის ლიტერატურულ პორტალში
გერმანიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Enzyklopädie des Islam”-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „მუჰამედ ფუზული - 530-ს“ ფარგლებში დიდი პოეტის გერმანულად თარგმნილი მუსედისა და ღაზალის ტრანსლირება დაიწყო.
ნაწარმოებები, რომელთაც თან ერთვის ვრცელი ინფორმაცია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გერმანულად თარგმნა ცნობილმა ფილოლოგმა - გერმანული ენის სპეციალსტმა, პორტალ “Enzyklopädie des Islam”-ის აკადემიურმა დირექტორმა დოქტორმა იავუზ ოზოგუზმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “Enzyklopädie des Islam”-ი, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გაჩნია, სისტემატურად აშუქებს მსოფლიოში ცნობილი ისეთ ავტორების შემოქმედებას, როგორებიცაა ხაგანი შირვანი, ნიზამი განჯევი, ომარ ხაიამი, იუნის ემრე, იმადედდინ ნასიმი, ვოლფგან გოეთე, თეოდორ ფონტენი, ფრიდრიხ რუკერტი და რაინერ მარია რილკე.
მუჰამედ ფუზული
(1494-1556)
· XVI საუკუნის აზერბაიჯანელი პოეტი;
· ავტორია აღმოსავლური და მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტად აღიარებული პოემა „ლეილი და მაჯნუნისა“;
· გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეილიმ „ლეილი და მაჯნუნის“ მოტივზე შექმნა ამავე სახელწოდების აღმოსავლეთის პირველი ოპერა;
· მის კალამს ეკითვნის თურქულ, არაბულ და სპარსულ ენებზე დაწერილი მრავალი ღაზალი, ყასიდი, მუსადი, ცაჯბანდი, თარჯიბანდი და რუბაი;
· მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე;
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მისი ნაწარმოებები გამოცხადდა სახელმწიფოს სულიერ მემკვიდრეობად;
· მისივე ანდერძისამებრ დაკრძალულია ქარბალაში, იმამ ჰუსეინის აკლდამის სიახლოვეს.
http://www.eslam.de/manuskripte/gedichte/fudhuli/fudhuli_ghazal.htm |
|
http://www.eslam.de/manuskripte/gedichte/fudhuli/fudhuli_musaddas.htm |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.