ვაგიფ ბაიათლი ოდერის ლექსები რუსეთის ლიტერატურულ პორტალში
რუსეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Litpriçal” მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ვაგიფ ბაიათლი ოდერის რუსულად თარგმნილი ლექსი “ყარიბი ვართ, პოეტო, ყარიბი ვართ, ჩემო სიტყვავ“.
ლექსი, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, რუსულად თარგმნა ცნობილმა რუსმა მთარგმნელმა იგორ ტარასოვიჩმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც მრავალრიცხოვანი აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აქვეყნებს ისეთი გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ალექსანდრე პუშკინი, მარინა ცვეტაევა, ანა ახამტოვა, ბულატ ოკუჯავა და იოსებ ბრიცკი.
ვაგიფ ბაიათლი ოდერი
(1948 წ.)
· პოეტი და მთარგმნელი;
· იყო ჟრნალ „ულდუზის“ განყოფილების გამგე და ჟურნალ „ხაზარის“ მთავარი რედაქტორი;
· ავტორია წიგნებისა „ეული ვარსკვლავის ქვეშ“, „დავიწყებას მიეცემა ყველა ტრფიალი“, „არ კმარა სიკვდილამდე სიყვარული“, „სასაცილო მიცვალებული“, „მრგვალი სიყვარულით“ და „ამხედრებული ლექსები“.
· მირზა ჯალილისა“ და „ვლადიმერ მაიაკოვსკის“ პრემიების ლაურეატია.
· არის „ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე“.
https://www.litprichal.ru/work/541321/ |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.