გამოიცა აზერბაიჯანულ-არაბული სასაუბრო
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ახალი „აზერბაიჯანულ-არაბული სასაუბრო“, რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილია და დიდ სამსახურს გაუწევს მთარგმნელებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის საქმეს.
წიგნში მოცემული სიტყვები და ფრაზები დაყოფილია შემდეგ თავებად: „გზად“, „საზღვარზე“, "სასტუმროში","კერძები და სასმელები", „საკონტაქტო საშუალებანი“, "სამედიცინო დახმარება“, ”,” ყოველდღიური სიტყვები და ფრაზები ” და ‘დრო“.
სასაუბრო შეადგინა ცენტრის სპეციალისტმა არაბულ ენაში ფერიდ ჯამალოვმა. რედაქტორები კი ბაჰლულ აბასოვი და შაფიქა შაფაა.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი გათვალისწინებულია მათთვის, ვინც არაბულ ქვეყნებში მოგზაურობასა და არაბული ენის შესწავლას აპირებს.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქვემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წინასიტყვაობა
იმისათვის, რომ ადვილად გამოსაყენებელი იყოს წიგნი, რომელიც შეიცავს 500-მდე სიტყვასა და ფრაზას, თარგმნილი სიტყვები და ფრაზები გადმოცემულია ტრანსკრიფციით, ანუ არაბული გამოთქმა ლათინური დამწერლობით. ისევე, როგორც აზერბაიჯანულ ენაში გვაქვს ბგერები ("ö", "ü", "ə", "c" და ა.შ.) რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი ექვივალენტები, ასევე არაბულ ენაში არის რამდენიმე ასო-ბგერა, რომლებსაც არ აქვთ ექვივალენტები ჩვენს ენაში. მაგალითად, შეგვიძლია ვაჩვენოთ ინგლისური შესატყვისებით: ასო "dad" (ض), "sa" (ث) და "zal" (ذ) და ასოები "ha" (ح) და "ayn" (ع). ხორხისმიერი ბგერებით.
აზერბაიჯანულ ენში დღესაც მრავლად გამოიყენება არაბული და სპარსული წარმოშობის სიტყვები.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.