სამედ ვურღუნის ლექსები გერმანიის ლიტერატურულ პორტალში

გერმანიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Spruechetante”-მ სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება თვალსაჩინო აზერბაიჯანელი პოეტის სამედ ვურღუნის გერმანულ ენაზე თარგმნილი ლექსებისა - „არ მეჩქარება“ და „ქედს ნუ მოუხრი“.
ლექსები, რომლებსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, გერმანულად თარგმნა ცენტრის სპეციალისტმა გერმანულ ენაში მარიამ სამედოვამ, პუბლიკაციის მხატვრული რედაქტორი კი გერმანელი მეცნიერი ლიტერატურის დარგში კრესტინ კრაპსერია.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “Spruechetante”რომელსაც ფართო მკითხველი აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აშუქებს ისეთი კორიფეების ნაწარმოებებს, როგორებიცაა ედუარდ ფრიდრიხ მორიაკი, ფრიდრიხ შილერი, ვოლფგან გოეთე, თეოდორ ფონტენი, ჩარლზ დიკენსი და თომას ბრაუნი.
სამედ ვურღუნი
(1906–1956)
-პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლიტერატურის მცოდნე;
-იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე და აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
-ავტორია ასობით ისეთი ლექსის, პოემისა და დრამატული ნაწარმოებისა, როგორებიცაა „აზერბაიჯანი“, „ჯეირანი“, „კომკავშირი“, „აიგუნი“, „ლეგენდა წყაროზე“, „ქალწულის კლდე“, „ვაგიფი“, „ფაჰრადი და შირინი“ და „ადამიანი“.
-პირველი პოეტია, რომელსაც აზერბაიჯანის „სახალხო პოეტის“ საპატიო წოდება მიენიჭა.
https://www.spruechetante.de/ | ![]() |
და სხვა ...
-
ძველი აზერბაიჯანული ქალაქი როგორ იქცა სომხეთის დედაქალაქად
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გააკეთა ვიდეორგოლი ძველი აზერბაიჯანული ქალაქის ირევნის ისტორიის შესახებ, რომელიც დღეს სომხეთის დედაქალაქად არის ცნობილი - "როგორ გახდა ძველი აზერბაიჯანის ქალაქი სომხეთის დედაქალაქი".
-
დაისტამბა წიგნი „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა“
თანამედროვე აზერბაიჯანის მესვეურის, სულიერი მამისა და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მთარგმნელობითმა
-
ვიდეო-რგოლი „სისხლიანი ისტორია -ხოჯალის გენოციდი“ უცხოურ მედიაში
მსოფლიოს მრავალმა წამყვანმა საინფორმაციო პორტალმა და ვებსაიტმა, მათშორის - სალვადორის “reflexionesinternacionalessv”-მა, ირლანდიის “EU Reporter”-მა, თურქეთის “detayhaberler.com” და “igdirim76.com”, -მა, ალჟირის “alharir.info”-მ, ერაყის “afkarhura.com”