იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში
გერმანიის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “SchreiberNetzwerk”მა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო მწერლის იუსიფ სამედოღლუს გერმანულად თარგმნილი მოთხრობისა „ცივი ქვა“.
მოთხრობა, რომლებსაც თან ერთვის ინფორმაცია მწერლის შემოქმედების შესახებ, გერმანულად თარგმნა ცნობილმა ფილოლოგმა მეცნიერმა ვილაიეთ ჰაჯიევმა. პუბლიკაციის რედაქტორი კი ჰანს-ჟურგენ მაურერია.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “SchreiberNetzwerk” , რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აქვეყნებს მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მწერლებსა და პოეტებს შემოქმედებას
იუსიფ სამედოღლუ
(1935 - 1998)
· მწერალი, კინემატოგრაფი;
· დაამთავრა ასუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი და მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი;
· იყო ჟურნალ „აზერბაიჯანის“ და ჯ.ჯაბარლის სახელობის კინოსტუდია „აზერბაიჯანულიფილმის“ მთავარი რედაქტორი; ასევე გახლდათ აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მდივნი
· ავტორია ისეთი პროზაული წიგნებისა, როგორიცაა „No220 ოთახი“, „გალაქტიკა“ და „მკვლელობის დღე“;
· არის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორი, მათშორის შეგვიძლია დავასახელოთ „დიდი თამაშა“, „ჯალილ მამაყულუზადე“, „სამად ვურღუნი“, „მკვლელობის დღე“, „ზურგის ქარი“, და „შვიდი ვაჟი მყოლოდა...“;
· სხვადასხვა დროს მიენიჭა „ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ და „სახალხო მწერლის“ საპატიო წოდებები? ასევე დაჯილდოებულ იქნა „დიდების“ ორდენით;
· მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
https://www.schreiber-netzwerk.eu/de/2/Geschichten/102/Kurzgeschichten/90961/Der-kalte-Stein/ |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.