ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.
26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესესსა და სიყვარულს, ასევე აღინიშნა, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ითარგმნა და აზერბაიჯანელ მკითხველს წარედგინა ისეთი მსოფლიო დონის პოეტებისა და მწერლების ლიტერატურული მემკვიდრეობა, როგორებიც არიან გაბრიელ გარსია მარკესი, ხუან რულფო, კარლოს ფუენტესი, პაბლო ნერუდა, მარიო ვარგას ლიოსა.
ვიქტორია რომერო: „აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, ვაპირებთ მოვაწყოთ ლათინური ამერიკის ლიტერატურის ცენტრის მიერ გამოცემული წიგნების ფართო პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანში მოქმედი ლათინური ამერიკის ქვეყნების დიპლომატიური მისიები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღნიშნულ ლიტერატურულ ფესტივალზე სტუმრად მოვიწვიოთ ლათინური ამერიკის ქვეყნების ცნობილი პოეტები და მწერლები“.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.