ბოსნიასა და ჰერცოგევინიაში ინტერესით შეხვდნენ წიგნს „ყარაბაღის თვალმარგალიტი – შუშა“
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის წიგნმა-ალბომმა „ყარაბაღის თვალმარგალიტი ̶ შუშა“, რომელიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის მდიდარი ტრადიციებით გამორჩეულ გამომცემლობა „Yesari Group“-ში ბოსნიურ ენაზე გამოიცა, ქვეყნის საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ბოსნია-ჰერცეგოვინიაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნს მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათშორის ცნობილმა მეცნიერებმა, ხელოვანებმა და პოლიტიკოსებმა. შემოკლებით გთავაზობთ ბოსნია-ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრის ბ-ნ ზუკან ჰელეზის წერილს, რომელიც მან გაუგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბოსნია-ჰერცეგოვინის რესპუბლიკაში ბ-ნ ვილაიათ გულიევს:
„ბატონო ელჩო,
გამოვხატავ ღრმა მადლიერებას ბოსნია-ჰერცოგოვინაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომისთვის „ყარაბაღის თვალმარგალიტი –შუშა“,რომელიც ასახავს აზერბაიჯანელი ხალხის მდიდარ ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მათ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ბატონო ელჩო, თითოეული ერის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა უაღრესად მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმეა. ეს წიგნი ქმნის დიდ შესაძლებლობებს აზერბაიჯანის მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაფასებისთვის. წიგნში ასახული შუშას ისტორია და კულტურა ბოსნია-ჰერცეგოვინისთვისაც დიდად ფასეული და სამაგალითოა. სწორედ ამიტომ ჩვენც სულ მუდამ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ ეროვნული ერთიანობა.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ ლამაზი და ძვირფასი საჩუქრისთვის და გთხოვთ მიიღოთ ჩემი უღრმესი პატივისცემა.
პატივისცემით,
ზუკან ჰელეზი
ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრი"
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.