მუჰამედ ფუზულის შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში

ამერიკის შეერთებული შტატების პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალებმა “All Poetry” და “PoetrySoup”-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსილირება დიდი აზერბაიჯანელი პოეტის მუჰამედ ფუზულის ყაზალისა „სული გადამიღალა“.
ყაზალი, რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ინგლისურად თარგმნა ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა და მთარგმნელმა ბერნარდ ლუისდირმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალები “All Poetry” და “PoetrySoup”, რომელთაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნიათ, სისტემატურად აქვეყნებენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, ჯეინ ოსტინი, პაბლო ნერუდა და ალექსანდრე პუშკინი.
მუჰამედ ფუზული
(1494-1556)
. XVI საუკუნის დიდი აზერბაიჯანელი პოეტი;
· ავტორია პოემისა „ლეილი და მაჯნუნი“, რომელიც ითვლება აღმოსავლური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ პოეტურ მარგალიტად;
· გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა უზეიირ ჰაჯიბეილიმ „ლეილი და მაჯნუნის“ მოტივებზე დაწერა აღმოსავლეთში პირველი ოპერა;
· შექმნა ათობით ლირიკული ღაზალი, ყასიდა, მუსადდა, თარჯიბანდი და რუბაი თურქულ, არაბულ და სპარსულ ენებზე;
· მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე;
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის დადგენილებით მისი ნაწარმოებები ეროვნულ საგანძურად გამოცხადდა;
· პოეტის ანდერძის თანახმად, დაკრძალულია ქარბალაში, იმამ ჰუსეინის მავზოლეუმის სიახლოვეს.
Keçid linki |
![]() |
![]() |
და სხვა ...
-
ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა „უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს: