ელჩი კრისტოფერ ბეროტერანი: „ვეცდებით ვენესუელას გავაცნოთ მდიდარი აზერბაიჯანული ლიტერატურა “.
ვენესუელას ბოლივარიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში კრისტოფერ ალბერტო მარტინეს ბეროტერანი სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია. შეხვედრაზე ისაუბრეს აზერბაიჯანში ვენესუელური ლიტერატურის და ვენესუელაში აზერბაიჯანული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო ცენტრსა და საელჩოს შორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს, ქვეყნებს შორის ლიტერატურული ურთიერთობების გაფართოების გზებს, ლიტერატურული ნიმუშების პოპულარიზაციისა და გავრცელების ღონისძიებებს. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის მიერ დასტამბული ცნობილი ვენესუელელი პოეტის ანა მარია ოვიედო პალომარესის წიგნის "ტირიფის სამეფო"-ს პრეზენტაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები, რომლიც მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ბაქოს წიგნის მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე გაიმართება.
ელჩმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ ლიტერატურა არის ყველაზე საიმედო ხიდი, რომელიც აერთიანებს ხალხებს. მანვე ცენტრს შესთავაზა, რომ ვენესუელასა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ წელს აზერბაიჯანსა და ვენესუელაში აღინიშნება, თარგმნოს და გამოსცეს ცნობილი ვენესუელელი ავტორის მიგელ ოტერო სილვას წიგნი, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.