აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში
ესპანეთის „მიგელ დე სერვანტესის“ ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში ერთ წიგნად დასტამბული „თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია“, რომელიც არერთიანებს აზერბაიჯანის კლასიკური და თანამედროვე პოეზიის ისეთი ცნობილი ლიტერატურული მოღვაწეების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან სამედ ვურღუნი, მიქაილ მუშფიგი, რასულ რზა, ბახთიარ ვაჰაბზადე, ალი ქარიმი, მამედ არაზი, მუსა იაგუბი, ვაგიფ სამადოღლუ, ალაქბარ სალაჰზადე, რამიზ როვშანი, ელდარ ბახიში, ვაგიფ ბაიათლი ოდერი, ზაქირ ფახრი, ადილ მირსეიდი, ალისამიდ ქური, რუსთამ ბეჰრუდი, სალამ სარვანი, ჰამიდ ჰერისჩი, ფარჰად მეთე და ლეილა ალიევა.
ნაწარმოებებს, რომლებიც აღნიშნულ განყოფილებაშია წარმოდგენილი, თან ერთვის ვრცელი ინფორმაცია ავტორების შემოქმედების შესახებ.
წიგნის ესპანური თარგმანის ავტორები არიან რაულ პოგი ალეხანდრო და ცნობილი ფილოლოგი, ესპანური ენის სპეციალისტი თუთუხანიმ იუნუსოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვირტუალურ ბიბლიოთეკა, რომელსაც მრავალი მკითხველი ჰყავს, რეგულარულად უთმობს ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორიცაა მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი, ალექსანდრე პუშკინი, ფიოდორ დოსტოევსკი, ხუანა ინეს დე ლა კრუზი, ფრიდრიხ შილერი, გუსტავო ადოლფო ბეკერი, ფედერიკო გარსია ლორკა, პაბლო ნერუდა, გაბრიელ გარსია მარკესი, ანტონიო მაჩადო.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.