გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში
ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net” მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გისმეთის გერმანულად თარგმნილი ლექსები - „ვანგა - სიყვარულის თვალები“ „ღამის სასტუმრო“ და „პატიება“.
ლექსები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, გერმანულად თარგმნა ავსტრიელმა მეცნიერმა ფილოლოგიის დარგში ანდრეას კრიბერიმ და გერმანული ენის სპეციალისტმა მარიამ სამადოვამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი „Gedichtesammlung.net“-ი, რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს, სისტემატურად აშუქებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრები ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებას.
გისმეთი
· პოეტი, მთარგმნელი;
· დაიბადა ბაქოში 1986 წელს;
· დაამთავრა ოდლარ იურდუს უნივერსიტეტის „ჟურნალისტიკის“ ფაკულტეტი;
· ავტორია პოეტური წიგნებისა „ვიტრინა“, „მეგაპოლისის საწუხარი“ და „გვრიტის ანბანი“; ასევე გამოცემული აქვს ესეების წიგნი „მომავლის ისტორია“.
· აზერბაიჯანულად თარგმნა ვლადიმირ ნაბოკოვის „ლექციები რუსული ლიტერატურიდან“ და არკადი სუჩეევიანუს „თოლიას მოტანილი წერილი“.
https://www.gedichtesammlung.net/Gedicht/Gismat-Gedichte/ |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.