achiqkitab.az xezerjurnali.az aydinyol.az

საერთაშორისო თანამშრომლობა

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში საქმიანობის ორგანიზება

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი (შემდგომში ცენტრი) თავის საქმიანობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებებით, აგრეთვე მისი განკარგულებებით და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის დებულებით ხელმძღვანელობს. თავისი ფუნქციების შესრულებისა და უფლებების განხორციელებისას, ცენტრი თანამშრომლობს ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრედიტირებულ უცხოეთის საელჩოებთან (დიპლომატიური მისიებთან), საკონსულოებთან და სავაჭრო წარმომადგენლობებთან (სავაჭრო პალატებთან), აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ფუნქციონირებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და საზღვარგარეთ (მთავრობათაშორისი, სახელმწიფოთაშორისი), აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, უცხო ქვეყნების ცენტრალურ და ადგილობრივ დაწესებულებებთან, რომლებიც თარგმნის სფეროში მუშაობენ, (ცენტრები, კომიტეტები, სააგენტოები), ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან. თავის საქმიანობას სისტემატურად უთავსებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას, რომელთანაც მუდმივ ჰარმონიზაციაშია.
ამ მიზნით:

  • შეიმუშავებს და ახორციელებს ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების კონცეფციას;
  • ორგანიზებას უკეთებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საერთაშორისო ლიტერატურული ინოვაციებით და ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას;
  • ამყარებს ურთიერთობებს უცხო ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • შეისწავლის უცხოელი პარტნიორების წინადადებებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს;
  • კოორდინაციას უწევს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
  • სწავლობს და აანალიზებს მთარგმნელობითი მუშაობის ორგანიზებას უცხო ქვეყნებში;
  • უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას;
  • თანამშრომლობს მთარგმნელობით სფეროში სპეციალიზირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • აფორმებს დოკუმენტებს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან (შეთანხმება, ხელშეკრულება, ურთიერთგაგების მემორანდუმი, განზრახვის ოქმი და ა.შ.);
  • ამყარებს ურთიერთობებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრედიტირებულ უცხო ქვეყნების საკონსულოებთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან უცხო ქვეყნებში, საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბის კულტურულ ორგანიზაციებსა და დაწაესებულებებთან;
  • უზრუნველყოფს ურთიერთ თანამშრომლობას ტრანსნაციონალურ, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან, საზოგადოებრივ ასოციაციებთან, ბიზნეს კლუბებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რომლებიც მთარგმნელობით საქმიანობას ეწევიან;
  • ორგანიზებას უწევს ლიტერატურული და კულტურული პროექტების განხორციელებას, ლიტერატურული პუბლიკაციების ურთიერთგაცვლას;
  • უზრუნველყოფს ცენტრის მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში;
  • აწყობს შეხვედრებს თარგმანის, ლიტერატურის და კულტურის სფეროებში სახელმოხვეჭილ ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან;
  • სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევისა და აზერბაიჯანში მათი საქმიანობის ორგანიზების მიმართულებით;
  • წარმოადგენს და პროპაგანდას უწევს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში, სხვა ფესტივალებსა და წიგნის გამოფენებზე;
  • ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო მთარგმნელობით ასოციაციებთან, საზოგადოებებთან და გაერთიანებებთან;
  • ორგანიზებას უწევს საზღვარგარეთსა და ჩვენს ქვეყანაში მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებს (შეხვედრებს, გამოფენებს, ფორუმებს, კონფერენციებს და ა.შ.);
  • შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს კულტურის, ენის და თარგმანის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით
  • .

  • ელჩი ქრისტოფერ ბეროტერანი: "დიდი სურვილი გვაქვს, რომ მდიდარი ვენესუელური ლიტერატურა შევიდეს აზერბაიჯანულ ლიტერატურულ სამყაროში" ელჩი ქრისტოფერ ბეროტერანი: "დიდი სურვილი გვაქვს, რომ მდიდარი ვენესუელური ლიტერატურა შევიდეს აზერბაიჯანულ ლიტერატურულ სამყაროში"
  • ტობიას ლორენცონი.: „შვედურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობის გაფართოება ერთობ საჭირო და ისტორიული საკითხია“ ტობიას ლორენცონი.: „შვედურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობის გაფართოება ერთობ საჭირო და ისტორიული საკითხია“
  • ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი და დელეგაცია მთარგმნელობით ცენტრში ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი და დელეგაცია მთარგმნელობით ცენტრში
  • მექსიკის გაერთიანებული შტატების ელჩი: „გვინდა ცენტრთან თანამშრომლობა გავაფართოვოთ“ მექსიკის გაერთიანებული შტატების ელჩი: „გვინდა ცენტრთან თანამშრომლობა გავაფართოვოთ“
  • მაკესის „რჩეული ნაწარმოებები“ წარედგინა მარია ანჟელიკა სტირს მაკესის „რჩეული ნაწარმოებები“ წარედგინა მარია ანჟელიკა სტირს
  • თურქეთის მწერალთა კავშირის გენერალური თავმჯდომარე მუსა ქაზიმ არიჯანი: „ლიტერატურა , ჩვენი კულტურული  ერთობის განვითარების საფუძველი იქნება„ თურქეთის მწერალთა კავშირის გენერალური თავმჯდომარე მუსა ქაზიმ არიჯანი: „ლიტერატურა , ჩვენი კულტურული ერთობის განვითარების საფუძველი იქნება„
  • ფიდელ კოლომა: „ონლაინ ფორმატში ლიტერატურული გაცვლის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია „ ფიდელ კოლომა: „ონლაინ ფორმატში ლიტერატურული გაცვლის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია „
  • ხელი  მოეწერა მემორანდუმს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და ჩილის გამომცემლობა „RIL EDITORES”-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და ჩილის გამომცემლობა „RIL EDITORES”-ს შორის
  • ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით   ცენტრსა და თურქეთის მწერალთა კავშირს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და თურქეთის მწერალთა კავშირს შორის
  • ინფორმაცია