რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში (სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი) დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის რასულ რზას ინგლისურად თარგმნილი ლექსებისა - "უძველესი ხელნაწერი", "მე რომ შემეძლოს", ყველა გზად ვართ“ და „არც შენ დაგრჩება“.
ლექსები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ინგლისურად თარგმნეს ცნობილმა ამერიკელმა პოეტმა თომას უ. ქეისმა და ცენტრის კორდინატორმა დიდ ბრიტანიასა და ირლანდიასთან ლიტერატურულ საკითხებში ნარმინ ჰასანოვამ.
აღსანიშნავია, რომ პორტალი, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტოლია გააჩნია, რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, ვოლფგანგ გოეთე, ალექსანდრე პუშკინი, ემილი დიკინსონი, ჯეინ ოსტინი და პაბლო ნერუდა.
რასულ რზა
(1910 – 1981)
- პოეტი, მწერალი და მთარგმნელი;
- სხვადასხვა წლებში სწავლობდა ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, მოსკოვის ერთა ინსტიტუტში და საკავშირო კინო აკადემიაში;
- 1939 წელს იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე;
- 30-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია, მათშორის შეგვიძლია დავასახელოთ „ლექსები“ (1959), „სინათლე, რომელიც ჩემს ფანჯარას ეცემა“ (1962), „გრძნობები და ფიქრები“ (1964), „გამძლეობა“ (1965 წ.), „გუშინ, დღეს, ხვალ“ (1973 წ.) და „ქარის პირისპირ“ (1979);
- აზერბაიჯანულად თარგმნილი აქვს ლორდ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინის, ჰენრი ჰაინეს, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ნაზიმ ჰიქმათის, ფედერიკო გარსია ლორკასა და სხვა პოეტების ლექსები;
- სხვადასხვა დროს მიენიჭა „ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა“ და „სახალხო პოეტის“ საპატიო წოდებები;
- მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
https://www.poetryverse.com/rasul-rzapoems |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.