სტატია ჰეიდარ ალიევის ნავთობის პოლიტიკის შესახებ უცხოურ მედიაში
სხვადასხვა უცხოურმა საინფორმაციო პორტალებმა და სოციალურმა ქსელებმა, კერძოდ დიდი ბრიტანეთის "t-vine.com"-მა, ესპანეთის "alquiblaweb.com"-მა, ალჟირის "alharir.info"-მ, ერაყის "mustaqila.com"-მა, "afkarhura.com"-მა, "ashurnews.com"-მა, მაროკოს "Khaber Yaum"-მ და „Akhbar al-Alam"-იმ, ეგვიპტის "rayetmisr.com"-მა და "embassies.news"-იმ და თურქეთის "detayhaberler.com"-მა გამოაქვეყნეს სტატია, "აზერბაიჯანის ნავთობი მსოფლიო პოლიტიკაში", სადაც საუბარია თანამედროვე აზერბაიჯანის ფუძემდებლის, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის ნავთობის პოლიტიკაზე.
ნავთობის სფეროში ეროვნული ლიდერის ისტორიული ღვაწლის ამსახველი სტატიის ავტორია ცნობილი რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ ანდრიანოვი.
ნაწყვეტი წიგნიდან "გამოჩენილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი".
აზერბაიჯანის ნავთობი მსოფლიო პოლიტიკაში
„საუკუნის კონტრაქტი“ იყო აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევა 21-ე საუკუნეში. ეჭვგარეშეა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰეიდარ ალიევის დამსახურება, მისი გონიერების, ნებისყოფისა და ენერგიის შედეგი და პროდუქტი. ამიტომაც ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ იმ გრანდიუზულ მოვლენაზე, რომელმაც გამოძახილი ჰპოვა მთელ მსოფლიოში.
1994 წლის 4 თებერვალს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის ზღვის საბადოების დამუშავები დაჩქარების შესახებ“. ეს სტრატეგიული დოკუმენტი დაედო საფუძვლად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაფთობ კომპანიის მოლაპარაკებებს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიების კონსორციუმთან.
მოლაპარაკების შედეგების სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ პრეზიდენტის მიერ 4 სექტემბერს ხელმოწერილ ბრძანებულების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა სათანადოდ შეფასდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაფთობ კომპანიის პრეზიდენტს ნათიგ ალიევს დაევალა „აზერის“, „ჩირაღისა“ და „გუნეშლის“ საბადოების ღრმაწყლოვანი ნაწილის ერთობლივი განვითარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ასევე ნავთობპროდუქტების გადანაწილების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაფთობ კომპანიასა და ცხრა უცხოურ კომპანიას შორის, იმ უცხოურ კომპანიებს შეუერთდა ირანული და ფრანგული კომპანიები და რუსული კომპანია „ლუკოილი“, რომელიც ადრე ამ კონტექსტში არ განიხილებბოდა.
ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა 1994 წლის 20 სექტემბერს „გულუსტანის“ სასახლეში. ბაქოს ესტუმრნენ მინისტრები, პარლამენტარები, მეწარმეები აშშ-დან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ნორვეგიიდან.
მიმართა რა პატივცემულ სტუმრებს, ჰეიდარ ალიევმა განაცხადა:
- ნავთობი აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანელი ხალხის უდიდესი ეროვნული სიმდიდრეა, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანს "ცეცხლთა ქვეყანას" უწოდებენ.
თავის გამოსვლაში მან სიამაყის გრძნობით გაიხსენა რესპუბლიკაში ნავთობის წარმოების ისტორია და აღნიშნა აზერბაიჯანელი მენავთეების წვლილი მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმზე გამარჯვებაში.
- ჩვენი მენავთეები აქტიურად მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ნაწილში ნავთობის ახალი საბადოების განვითარებასა და ექსპლუატაციის საქმეში. შემთხვევითი არაა, რომ მათი ძალისხმევისა და შრომის წყალობით აღმოჩენილ და ექსპლუატაციაში შესული ნავთობის ახალ საბადოებს ეწოდა „მეორე ბაქო“, „მესამე ბაქო“ და „მეოთხე ბაქო“. დიდია აზერბაიჯანელი მენავთეების წვლილი რუსეთში ციმბირისა და ტიუმენის ყველაზე დიდი საბადოების განვითარებასა და ექსპლუატაციაში გადაცემის საქმეში და იქ მძლავრი ნავთობისა და გაზის კომპლექსების შექმნაში.
საჭიროდ მიმაჩნია ჩვენი სტუმრების ყურადღების მივაქციო ამას და აზერბაიჯანელ ხალხს კი შევახსენო. რადგან ეს ყველაფერი აზერბაიჯანელი ხალხის დამსახურება და სიამაყეა, ეს მიუთითებს ჩვენი ხალხის და ჩვენი მენავთეების დიდ ღვაწლზე მსოფლიო ეკონომიკაში
ასე მიმართა პრეზიდენტმა ქვეყანას და მისი სიტყვები ჟღერდა არა მხოლოდ გულისტანის სასახლის გაჩახჩახებულ დარბაზში, არამედ მთელს რესპუბლიკაში, თითოეულ სახლში, რადგან საუბარი იყო ეროვნული სიმდიდრის ბედზე.
–მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ხელშეკრულებაში არაა ასახული აზერბაიჯანული მხარის ყველა სურვილი, – განაგრძო პრეზიდენტმა, – მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ორივე მხარის ინტერესებს. დასავლური ნავთობკომპანიების კონსორციუმი ცდილობდა, თავიანთი ინტერესების უზრუნველყოფას, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია თავის მხრივ ცდილობდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების დაცვას. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ძალისხმევისა და მხარეთა მიერ საკითხისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომის შედეგად, მომზადდა ხელშეკრულება, რომელიც აკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს.
1994 წლის 2 დეკემბერს აღნიშნული ხელშეკრულება კანონად იქცა. დაიწყო მძიმე შრომა, უფრო სწორად, გაგრძელდა დაძაბული სამუშაო საზღვაო საბურღ მოწყობილობებსა და ლაბორატორიებში, ოფისებში და ნავთობსადენების მარშრუტებზე რუსეთისა და საქართველოს გავლით.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.