ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ლიტერატურულ სამყაროში" ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ვაგიფ ბაიათლი ოდერის ესპანურად თარგმნილი ლექსებისა „ქვეყნად დარდი არ იქნება“ და , „საღამოს ტრამვაიში“.
ლექსები და ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ წარმოდგენილია "აზერბაიჯანელ ავტორთა" განყოფილებაში, რომელიც შეიქმნა აღნიშნულ პორტალსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში.
ლექსები ესპანურ ენაზე ბწლარედულად თარგმნა ესპანური ენის სპეციალისტნა თუთუხანუმ იუნისოვამ, მხატვრული თარგმანი კი ესპანელ ფილოლოგს რაულ პოგი ალეხანდროს ეკუთვნის.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, სისტემატურად აშუქებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი კორიფეების შემოქმედებას, როგორებიც არიან ომარ ხაიამი, ვიქტორ ჰიუგო, ედგარ ალან პო, ალექსანდრე ბლოკი, ემილი დიკინსონი, ბორის პასტერნაკი, ფედერიკო გარსია ლორკა, ფრიდრიხ შილერი, ქუსტავო ადოლფო ბეკერი, ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კარტასარი და პაბლო ნერუდა.
ვაგიფ ბაიათლი ოდერი
(1948)
– პოეტი და მთარგმნელი;
– სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ „ულდუზის“ განყოფილების გამგედ და ჟურნალ „ხაზარის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.
– ავტორია წიგნებისა - “ეული ვარსკვლავის ქვეშ“, “დავიწყებას მიეცემა ყველა ტრფიალი”, “არ კმარა სიკვდილამდე სიყვარული”, “ყველაზე სასაცილო მიცვალებული”, “მრგვალი სიყვარულით” და “ამხედრებული ლექსები”;
– არის „მირზა ჯალილისა“ და „ვლადიმერ მაიაკოვსკის“ პრემიების ლაურეატი;
– 2019 წელს მიენიჭა „ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო წოდება.
https://www.antologiapoetica.com.ar/dos-poemas-del-poeta-de-azerbaiyan |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.