ხურშიდბანუ ნათავანის შემოქმედება ირლანდიის პორტალში
ცნობილმა ირლანდიურმა კულტურის საკითხებისა და საინფორმაციო პორტალმა „EU Reporter“-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ ფარგლებში დაიწყო სტატიის ტრანსლირება სახელწოდებთ „ხურშიდბანუ ნათავანი - ყარაბაღის სახანოს უკანასკნელი უფლისწული“, რომელიც მოგვითხრობს აზერბაიჯანელი კლასიკოსი პოეტის ხურშიდბანუ ნათავანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...
აღნიშნული სტატიის ავტორია ცენტრის დიდ ბრიტანეთთან და ირლანდიასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნარმინ ჰასანოვაა, პუბლიკაციაში წარმოდგენილი ლექსები - „შვილო, ყოველთვის ვიტანჯები შენთან განშორების გამო“, „ჰე, მეგობარო, განა ვარგა ასე ყოყმანი?“ და „ეი, სუსანო, შენ ნათავანმა დახატა ვითომ?“ - თარგმნა ცნობილმა ინგლისელმა მთარგმნელმა დორიან როტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ პორტალი, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, რეგულარულად უთმობს თავის გვერდებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, აბაი კუნანბაევი, რობერტ ბერნსი, ენი ერნო, ჯონ ლე კარე.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.