მეჰსეთი გენჯევის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა იტალიურმა ლიტერატურულმა პორტალმა „Alidicarta.it“-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში თვალსაჩინო აზერბაიჯანელი პოეტის მაჰსათი განჯავის იტალიურად თარგმნილი ლექსების ტრანსლირება დაიწყო .
რუბაიები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, იტალიურ ენაზე თარგმნა ცნობილმა იტალიელმა მთარგმნელმა და ფილოლოგიოლგმა ოლღა მაზინამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რეგულარულად აშუქებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორებიც არიან დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკი, იტალო კალვინო, ჯოვანი ბოკაჩო და პაბლო ნერუდა.
მეჰსეთი განჯევი
• XI-XII საუკუნის გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტი;
• პირველი ქალი მოჭადრაკე და პირველი ქალი კომპოზიტორი აღმოსავლეთში;
• მისი რუბაიები თარგმნილია ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე;
• აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2019 წლის 7 მაისის №211 დადგენილებით პოეტის ნაწარმოებები სახელმწიფო მემკვიდრეობად გამოცხადდა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.