ელჩი ქრისტოფერ ბეროტერანი: "დიდი სურვილი გვაქვს, რომ მდიდარი ვენესუელური ლიტერატურა შევიდეს აზერბაიჯანულ ლიტერატურულ სამყაროში"
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია ვენესუელა ბოლივარის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქრისტოფერ ალბერტო ბეროტერანი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ვენესულეის ლიტერატურის აზერბაიჯანში გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტებისა და ორ ქვეყანას შორის ლიტერატურული თანამშრომლობის გაფართოების სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ვენესუელური ლიტერატურის აზერბაიჯანში თარგმნისა და ლიტერატურულ წრეებში გავრცელების მნიშვნელობას. გამოითქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით საქმიანობის წამოწყებისას და დაგეგმილი მთარგმნელობითი პროექტების განხორციელებისას, კარგი იქნება აზერბაიჯანულ ენაზე თავდაპირველად ითარგმნოს და გამოიცეს ცნობილი ვენესუელელი პოეტის, ანა მარია ოვიედო პალომარესის ლექსების კრებული. ელჩმა თქვა, რომ ეს წიგნი მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ვენესუელის რესპუბლიკის დღოსადმი, რომელიც აზერბაიჯანში უახლოეს თვეებში გაიმართება. ამავე დროს, მან აღნიშნა პერსპექტიული პროექტების განხორციელების მნიშვნელობა აზერბაიჯანულ-ვენესუელური ლიტერატურული ურთიერთობებისა და გაცვლის ორგანიზებისა და განვითარების მიმართულებით ვენესუელის კულტურის სამინისტროსთან და ვენესუელის მთარგმნელობით ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა, ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს აფაგ მასუდს საჩუქრად გადასცა ვენესუელას გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის უგო ჩავეს ფრიასის კრებული „ლურჯი წიგნი“.
Qalereya
და სხვა ...
-
სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
-
ნასიმის შემოქმედება გერმანიის ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა გერმანულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Reimemaschine"-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი